სამყაროში მიმდინარე პროცესებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად დაგვანახა ის, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა და მისი შენარჩუნებაა. დავრწმუნდით იმაში, რომ დროულად უნდა გამოვავლინოთ და სწორად ვმართოთ დაავადება. OK! Health and Beauty Book კლინიკა „ჰელსის“ შესახებ გიამბობთ, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, დაავადების დროულ გამოვლენას, პრევენციას და სწორ მკურნალობას. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, OK! კლინიკის დამფუძნებელს, მეგი ინაიშვილს ესაუბრა.
გაგვაცანით ბუტიკ-კლინიკა „ჰელსი“.
„კოვიდ“-ეპოქაში ყველაფრის გადაფასება მოხდა და დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჯანმრთელობაა, რომელსაც რასაკვირველია მოფრთხილება სჭირდება. ამიტომაც ჰქვია ჩვენს კლინიკას Health − ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა! ზუსტად დღეს არის დრო, ვიყოთ ჯანმრთელები! ზუსტად დღეს არის დრო დაავადებების ადრეული გამოვლენის! ზუსტად დღეს არის დრო არსებული დაავადებების სწორი მართვის!
რა მიგაჩნიათ კლინიკა „ჰელსის“ უპირატესობად?
ჩვენი უპირატესობაა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, ყველა არსებული ინფექციის კონტროლის ნორმის დაცვით. ასევე თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტით და ხარისხით აღჭურვილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ხელმისაწვდომობა. კლინიკა მდებარეობს ძველ ბათუმში, ისტორიულ ცენტრში, მოპირდაპირედ კი მწვანე ზონაა, სადაც შეგიძლიათ მზიანი ამინდის დროს დაჯავშნილ ვიზიტამდე გაისეირნოთ და გაატაროთ დრო სუფთა ჰაერზე, რაც აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
რა სახის პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
კლინიკა „ჰელსი“ გთავაზობთ მრავალპროფილურ ამბოლატორიულ სერვისს, სადაც პედიატრიისა და საოჯახო მედიცინის მიმართულებას უძღვება ირმა რუსეიშვილი − ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ცნობილი და დამსახურებული ექიმი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი მედიცინის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამებში. იმისათვის, რომ ირმა ექიმთან ვიზიტი იყოს განსაკუთრებულად სასიამოვნო პატარებისთვის, კლინიკაში მოვაწყვეთ ბავშვთა გასართობი სივრცე. პედიატრიული სამსახური იზრუნებს მშობლის კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე, რაც განპირობებულია ბავშვის ჯანმრთელობით და თქვენი პატარას ზრდა-განვითარებაზე ზრუნვით, 0-დან 18 წლის ასაკამდე.
კლინიკა „ჰელსში“ შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია. აქ შეძლებთ გაიაროთ კონსულტაცია და კვლევები რეგიონის წამყვან კარდიოლოგ რამაზ ღლონტთან და ასევე ახალგაზრდა, მაღალკვალიფიციურ და პასუხისმგებლობით სავსე კარდიოლოგ ნატვრისა ხიმშიაშვილთან. ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ კარდიოლოგიური მიმართულების კვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, კარდიოექოსკოპია, პედიატრიული ასაკის კარდიოექოსკოპია, ჰოლტერის 24-საათიანი მონიტორინგი (როგორც ელექტროკარდიოგრამის, ასევე არტერიული წნევისა და ღამის აპნოეს, რაც შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს კლინიკაში რეგიონის მასშტაბით). ლაბორატორიული მიმართულებით კი შესაძლებელია ჩატარდეს ყველა კვლევა გულ-სისხლძარღთა დაავადებების მქონე პაციენტებისათვის.
ნევროლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მრავალი დაავადების მართვაში, როგორიცაა შაკიკი, ნევრალგიები, ქრონიკული დაღლილობა, დაძაბვისას თავის ტკივილი, დეპრესია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (ტრანზიტორული იშემია, ინსულტი), თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ რეგიონის წამყვანი სპეციალისტები − მედიცინის დოქტორი, ექსპერტი ჯამბულ მაკარაძე და ექიმი-ნევროპათოლოგი − მედეა ჯიხაშვილი.
ენდროკრინოლოგიური მიმართულებით გვაქვს პატივი, შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს დარგის ექსპერტის, სრული პროფესორის, საერთაშორისო პროფესიული ასოციაციების წევრის, მრავალი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის, ენდოკრინოლოგ სალომე ღლონტის საექსპერტო კონსულტაცია. ასევე ენდოკრინული მიმართულებით კონსულტაციას გაგიწევთ ცნობილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ რუხაძე. ენდოკრინული მიმართულებით შესაძლებელია სრული ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, გარდა ენდოკრინული ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევისა, კლინიკაში ტარდება ნოვაციური და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი − დენსიტომეტრიული კვლევა, რაც მსოფლიოში ოსტეოპოროზის სკრინინგის ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. დენსიტომეტრიული გამოკვლევით ხდება ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკა ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასებით. ამასთანავე, შესაძლებელია კვლევის ჩატარება პედიატრიულ პოპულაციაში.
ანგიოლოგიური და ქირურგიული მიმართულებით, კლინიკა „ჰელსში“ კონსულტაციას და მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტით და ხარისხით გაგიწევთ დარგის წამყვანი სპეციალისტი, ცნობილი ექიმი-ანგიოლოგი და ანგიოქირურგი ლევან კოხრეიძე და ექიმი, ზოგადი ქირურგი ჯემალ მორთულაძე. აქ შეგიძლიათ ჩაიტაროთ დუპლექს-სკანირება, დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკა, მოვლა და მკურნალობა, ასევე ვენების სკლეროთერაპია და კაპილარების მოშორება ნაკლებ ინვაზიური, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეთოდებით. კლინიკა „ჰელსში“ ტარდება რადიალური დარტყმით-ტალღური თერაპია უახლესი შვეიცარიული „შტორცის“ აპარატით. ეს არის მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდი, რომელიც წარმატებით გამოიყენება მედიცინის საკმაოდ ბევრ დარგში, როგორიცაა ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ნევროლოგია, რევმატოლოგია, კარდიოლოგია (გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ), დერმატოლოგია (ცელულიტის სამკურნალოდ), ქირურგია (ქრონიკულად, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების სამკურნალოდ), უროლოგია (ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ) და ანგიოლოგია (ტროპიკული წყლულების სამკურნალოდ).
ოფთალმოლოგიური მიმართულებით მუშაობს გამოცდილი ოფთალმოლოგი თამარ აროშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებში. მას სტაჟირება გავლილი აქვს ევროპის წამყვან პროფილურ კლინიკებში. „ჰელსში“ წარმოდგენილია თანამედროვე, უახლესი აპარატურა და პაციენტებს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის საშუალება ეძლევათ. სრულ ოტორინოლარინგოლოგიურ მომსახურებას გაგიწევთ გამოცდილი ოტორინოლარინგოლოგი ია შაინიძე. რევმატოლოგიურ მომსახურებას კი გამოცდილი რევმატოლოგი − ქეთევან კომახიძე.
გასტროენტეროლოგიურ კონსულტაციას გამოცდილი ექიმი − ნანა ბოლქვაძე ატარებს. გარდა ყველა აუცილებელი ლაბორატორიული კვლევისა, კლინიკაში ასევე შესაძლებელია დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება ჰელიკობაქტერია პილორზე. დერმატოლოგიის მიმართულებით კონსულტაციაზე შეგიძლიათ ექიმ ვიოლეტა ტაბიძეს მიმართოთ.
კლინიკა თანამშრომლობს წამყვან ფრანგულ კოსმეტოლოგიურ კომპანიებთან. კანის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მაგალითად, აკნე, ეგზემა, ფსორიაზი, შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ მონაწილეობა პროგრამებში, რომელიც ითვალისწინებს სახის კანის მოვლის პროცედურებს და ონლაინრეჟიმში კონსულტაციებს ევროპის წამყვანი კოსმეტოლოგიური ლაბორატორიების სპეციალისტებთან.
ქალთა ჯანმრთელობისა და გინეკოლოგიური მიმართულებით კონსულტაციას გაგიწევთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ცნობილი ექიმ-გინეკოლოგები – მაია მეტრეველი და მაკა მახარაძე. კლინიკაში შესაძლებელია სრული გინეკოლოგიური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის: კოლპოსკოპია, ექოსკოპია, ასევე ექსკლუზიურად რეგიონში, არაინვაზიური ორთოპედიული გინეკოლოგია და ქალთა რეაბილიტაცია საშოს ტონუსის დაქვეითებისას.
გვესაუბრეთ კლინიკაში წარმოდგენილ აპარატურაზე და ლაბორატორიაზე.
რადიოლოგიური კაბინეტი წარმოდგენილია უახლესი, თანამედროვე ექოსკოპიის აპარატით, 4D-ფუნქციით, რომელიც აღჭურვილია 6 ტრანსდუსერით. ესენია: გარდა სტანდარტული ხაზოვანი, კონვექსური, კარდიოლოგიური და ინტრავაგინალური ტრანსდუსერებისა, ასევე პედიატრიული კარდიოლოგიური და ნაყოფის ექოსკოპიის 4D-გამოსახულების ტრანსდუსერები. ჩვენს კლინიკაში ექოსკოპიურ კვლევებს ჩაგიტარებთ ცნობილი და რეგიონში გამორჩეული ექიმი-რადიოლოგები: მაკა მახარაძე, ზეინაბ ბერიძე, რამაზ ღლონტი.
რაც შეეხება კლინიკაში არსებულ თანამედროვე ლაბორატორიას, ის შეესაბამება ყველა არსებულ სტანდარტს. კვლევები მოწმდება ხარისხის გარე კონტროლის მეშვეობით ევროპის წამყვანი ლაბორატორიების სტანდარტის მიხედვით. აქ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ლაბორატორიული კვლევა ყველა მოწოდებული პროფილის შესაბამისად სრული სპექტრით, როგორიცაა: სისხლის კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული (ჰორმონული, ვირუსული, ვიტამინების, მიკროელემენტების გამოკვლევა) ანალიზი, თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდის კვლევები (გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში), კოაგულომეტრია, სწრაფი ტესტების მეშვეობით ინფექციური დაავადებების გამორიცხვის ანალიზი. ასევე შარდისა და სხვა უროლოგიური გამოკვლევები. გარდა ამისა, ვატარებთ ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ ტესტს კორინავირუსის ანტისხეულებზე, გადატანილი ინფექციის დასადასტურებლად, რათა „კოვიდ 19“-ის უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევებში, პაციენტის ემოციური ფონი იყოს დაცული მიღებული პასუხის საფუძველზე, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში პაციენტის ფსიქო-ემოციური სტაბილურობისთვის. ჩვენთან მუშაობენ გამოცდილი ექიმი-ლაბორანტები: ელენე ღლონტი, გულიკო ბოლქვაძე, გურანდა კოპალეიშვილი, ცირა ცივაძე.
უსაფრთხოება და გარემო, რომელიც თქვენთან მოსულ პაციენტებს ხვდებათ.
კლინიკა „ჰელსში“ სრულიად უსაფრთხო გარემოა შექმნილი ჩვენი პაციენტებისთვის. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი კლინიკაც ემორჩილება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. შესაბამისად, ჩვენს კლინიკაში მოწყობილია დეზობარიერები, ხელის სადეზინფექციო საშუალებები და ტარდება თერმოსკრინინგი. კლინიკას ყოველ დილით უტარდება დეზინფექცია. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, წინასწარი ჩაწერა და კონსულტაციების დაგეგმვა, ასევე კლინიკის განლაგება და სივრცე, ჩვენს ძვირფას პაციენტებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ მიიღონ სასურველი სერვისები. კლინიკა „ჰელსი“ ყველანაირად კომფორტულ, უსაფრთხო და მყუდრო გარემოს სთავაზობს მომხმარებლებს.
სამომავლო გეგმები.
ამ ეტაპისთვის გამოვყოფ ძალიან მნიშვნელოვანს – რესპირატორული რეაბილიტაციის დანერგვას „კოვიდ“-გადატანილი პაციენტებისათვის, რაც გულისხმობს სუნთქვის ვარჯიშების ჩატარებას ინდურ მედიცინაზე დაყრდნობით და ასევე, ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული სტუდიის ჩამოყალიბებას, ჩვენი პაციენტების როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. ჩვენი სამომავლო გეგმები დიდ შედეგზე იქნება ორიენტირებული.