დღეს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიციური ექიმების დამსახურებით, თმასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოფხვრადი გახდა. Hairline International 2005 წლიდან თავისი პროფესიონალი კადრით ზრუნავს საზოგადოებაში აღნიშნული საკითხის გადაჭრაზე. OK! პირადად გაესაუბრა Hairline International-ის დირექტორსა და კლინიკის თანადამფუძნებელს, ირაკლი ბებიაშვილს.
გვესაუბრეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
Hairline International არის თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრი. დაარსების დღიდან, თმის ცვენის მკურნალობის გარდა, აქ ხორციელდება აქტიური სამეცნიერო საქმიანობა. ამიტომ ყველა ის მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც ჩვენთან გამოიყენება თმის ცვენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, არის მეცნიერულად დასაბუთებული და მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა ეჭვს არ ბადებს.
გვიამბეთ Hairline International-ის დაარსების ისტორია.
პროფესორმა თამაზ თამაზაშვილმა, რომელიც გახლავთ თმის გადანერგვის დარგის დამფუძნებელი ამიერკავკასიაში და ამ დარგში მოქმედი ექსპერტი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით, პროგრესულად მოაზროვნე კვალიფიცირებულ ექიმებთან ერთად, 2005 წელს დააფუძნა კლინიკა Hairline International და აქედან დაიწყო თმის ტრანსპლანტოლოგიაში ახალი, წარმატებული ისტორიის შექმნა. ამის დასტურია არა მარტო თმის გადანერგვის სერვისის საზოგადოების მიერ ფართოდ მოხმარება საქართველოში, არამედ მსოფლიო მაშტაბით სამეცნიერო წრეების მიერ მეცნიერული პუბლიკაციებისა და აღმოჩენების აღიარება, ზოგიერთი მათგანის კი სახელმძღვანელო ლიტერატურად დაკანონება.
რა სახის პროცედურებს სთავაზობს კლინიკა Hairline International პაციენტებს?
ჩვენი კლინიკა ფოკუსირებულია ესთეტიკურ მედიცინაში არსებული ინოვაციური და პროგრესული მეთოდების დანერგვა-აპრობირებაზე. თმის ცვენის მკურნალობაში, თმის გადანერგვის გარდა, რეზულტატურად ვიყენებთ კონსერვატიული მკურნალობის ყველა იმ მეთოდს, რომელიც ამ დარგში მომუშავე ევროპული და ამერიკული ასოციაციების მიერაა მოწოდებული: მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია, ლაზეროთერაპია და ა.შ. თმის გადანერგვის გარდა, ჩვენთან ტარდება თითქმის ყველა დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურა: ბიორევიტალიზაცია, ბოტულინოთერაპია, სახის წმენდა, პილინგი, კონტურული პლასტიკები, მიკრობლეიდინგი, მეზოძაფების გამოყენება; ასევე ხორციელდება დერმატოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა, მათ შორის − კანის პიგმენტური წარმონაქმნების. ჩვენს კლინიკაში ხორციელდება პლასტიკური ოპერაციები: ბლეფაროპლასტიკა, რინოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, მკერდის ქირურგიული კორექცია და ა.შ. პაციენტებს აგრეთვე ვთავაზობთ ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით ყველა ოპერაციულ თუ ინიექციურ მანიპულაციებს და რევმატოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. Hairline International და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩვენი კლინიკის ბაზაზე ახორციელებენ კვალიფიკაციის გრძელვადიან პროგრამას „თეორიული და პრაქტიკული კურსი თმის აღდგენით მედიცინაში“ პლასტიკური ქირურგებისთვის და დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამას „კლინიკური ტრიხოლოგიის კურსი“ დერმატოლოგებისთვის. სწავლის მსურველი კოლეგები ძირითადად საზღვარგარეთიდან არიან, მათი ნაწილი უკვე წარმატებულად მუშაობს თავის ქვეყანაში.
გვიამბეთ Hairline International-ის ექიმების შესახებ.
კლინიკაში მოღვაწე ყველა ექიმი არის ორიენტირებული კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე, ეს კი საერთოდ უწყვეტი პროცესია, განსაკუთრებით, მედიცინაში. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ თმის ტრანსპლანტაციაში ნამდვილი წარმატება გუნდური შემოქმედების შედეგია, ჩვენ შემთხვევაში კი ამ აღიარების მიღმა 16-წლიანი გამოცდილების მქონე უცვლელი გუნდი დგას, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. Hairline International არის ერთადერთი კლინიკა თმის გადანერგვის დარგში, რომელიც ფლობს „ქართული ხარისხის ნიშანს“, ხარისხის ემბლემის გამოყენების უფლებით. ექსპერტთა მიერ ჩატარდა ყველა იმ დოკუმენტის ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს მომსახურების ხარისხის მიმართ: მომსახურების მოცულობა და გამოცდილება, საქმიანობების მარეგულირებელი დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გამოყენებული სამედიცინო მასალები, პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შრომის უსაფრთხოება, რისკმენეჯმენტი. სათანადო ექსპერტთა კომისიის მიერ „ჰეალაინის“ მომსახურება განისაზღვრა უმაღლესი შეფასებით.
რამდენად ხშირია თმის გადანერგვის მსურველთა მომართვიანობა და თუ გაიზარდა მათი რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით?
თმის გადანერგვაში ტექნოლოგიებისა და მეთოდების მუდმივად გაუმჯობესებამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, როდესაც სტერეოტიპები სიმელოტის გარდაუვალობაზე და ბედისწერაზე დამსხვრეულია. ამაში ჩვენი წილიც მნიშვნელოვანია, თმის გადანერგვის შედარებითი უკუჩვენებების არეალი მცირდება მედიცინაში პროგრესთან ერთად, უშუალოდ გადანერგვის ხარისხი კი უმჯობესდება და ნაკლებინვაზიური ხდება. შესაბამისად, თმის გადანერგვის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
გვესაუბრეთ თმის გადანერგვის პროცედურისა და მისი ეფექტიანობის შესახებ.
„ჰეალაინში“ თმის გადანერგვას ვახორციელებთ ყველაზე თანამედროვე მეთოდებით. ბოლო რამდენიმე წელია მხოლოდ უნაკერო მეთოდს ვიყენებთ – FUE advance, FUE no shave − გადანერგვა თმის შეჭრის გარეშე, LHT − გრძელი თმის გადანერგვა ასევე თმის შეჭრის გარეშე FUE-მეთოდით − ეს ურთულესი ტექნოლოგიაა და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში ხელეწიფებათ. ვიყენებთ ინტელექტუალურ მეთოდს, ინტელექტუალურ − დოქტორ იუს აპარატს, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს და გრაფტების (ტრანსპლანტანტის ერთეული) აპრიორი დაუზიანებლად მოპოვების საწინდარია. თმას წარმატებით ვნერგავთ როგორც თავზე, ისე წარბებსა და წვერ-ულვაშზე. თმას ვნერგავთ თავზე ტანიდან, წვერიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან. თმის გადანერგვა ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიით (აპლიკაციური, გამტარებლობითი და ინფილტრაციული) − აბსოლუტურად უმტკივნეულოდ. მინდა დავამშვიდო საზოგადოება და მოგახსენოთ, რომ უიმედო მდგომარეობა ამ სფეროში აღარ არსებობს. სწორი ტაქტიკისა და დახვეწილი მეთოდების გამოყენებით, წარმატება გარანტირებულია.
გვიამბეთ იმ აქციების შესახებ, რომელსაც პაციენტებს სთავაზობთ.
დღევანდელ დღეს ახალი Covid-19 არის მთავარი დამანგრეველი გამოწვევა მსოფლიოში, რომელიც ცვლის ადამიანთა შრომით ცხოვრებას, ოჯახურ დინამიკას და ფინანსებს − დასნებოვნების გარეშეც. არავინ იცის, ვინ იქნება გადამდები. ამ პრობლემების ერთდროულად გადაწყვეტის მცდელობა იწვევს ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენზე და ჩვენს ურთიერთობებზე. ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, აუცილებელია ადამიანებმა გააგრძელონ ბედნიერ მომავალზე ფიქრი. ჩვენ ვაფასებთ იმ მძლავრ დადებით ფსიქოლოგიურ იმპულსს, რომელიც შეუძლია მოახდინოს ადამიანებზე თმის გადანერგვის წარმატებულმა პროცედურამ. ამიტომაც ვაგრძელებთ კარანტინის პირობებში მუშაობას. რაღა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და ვასრულებთ საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებებსა და რეკომენდაციებს. კლინიკაში მუდმივად ვახორციელებთ პაციენტების მხარდამჭერ აქციებს, ამის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია კლინიკის ვებ (Hairline.ge) და ფეისბუქგვერდზე.
კლინიკის სამომავლო გეგმები.
მიუხედავად პანდემიისა და განვითარებული ეკონომიკური სტაგნაციისა, ვცდილობთ, ვიყოთ ოპტიმისტურ განწყობაზე, არასდროს ვჩერდებით მიღწეულ შედეგზე, ვინაიდან მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნისა და ამ შემთხვევაში, დარგის „ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“. წინ ურთულესი გამოწვევა დავისახეთ მიზნად, ინოვაციების შემუშავება-აპრობირებასთან ერთად, პანდემიის დამარცხებისა და ტურიზმის განახლების შემდეგ, სამედიცინო ტურიზმის აღორძინება და თმის გადანერგვის დარგში ჩვენი სამხრეთ-დასავლეთელი მეზობლისათვის ჯანსაღი კონკურენციის გაწევა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს. ლიდერის სტატუსიც სწორედ ამას გვავალდებულებს.
გოგა ბარბაქაძე, მსახიობი
რატომ „ჰეარლაინი“? – ჩემმა მეგობარმა ზუსტად ორი სიტყვა მითხრა („მიდი არ ინანებ“). მეც მივედი, დამხვდა საოცარი გარემო საოცარ ადამიანებთან ერთად, თავისი საქმის მცოდნე და საკუთარ საქმეზე შეყვარებულები. დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა. ამიტომ თუ გაქვთ გადაწყვეტილი ცვლილება შეიტანოთ თქვენს გარეგნობაში, ან რაიმე ნაკლი თუ გაქვთ და გსურთ გამოასწოროთ – „ჰეარლაინში“. (მიდით არ ინანებთ!!!)
მერსი სულხანიშვილი – ტელერადიო წამყვანი, ჟურნალისტი
ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში, ლაზერით შუბლის ხაზს რომ ვიდიდებდი ხოლმე, უკვე ვიცოდი, რომ მოდაზე აყოლის გზა ოდესმე „ჰეალაინამდე“ მივიდოდა, იმიტომ, რომ ამიერკავკასიაში, ჩემს სამშობლოში – საქართველოში თმის გადანერგვის N1 კლინიკაა.
სილამაზის სტანდარტები დროსთან ერთად იცვლება. მივხვდი, რომ უწინდებურად აღარ მომწონდა ჩემი შუბლის ხაზი, ამიტომ ბევრი არც მიფიქრია, მივედი „ჰეალაინში“ და თმა მეც იქ გადავინერგე, რადგან ჩემთვის მხოლოდ საუკეთესოს ვირჩევ.
ყველაზე ხშირად მეკითხებიან, თუ რამდენად მტკივნეულია პროცედურა. მინდა გითხრათ, რომ პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, არ საჭიროებს განსაკუთრებულ რეაბილიტაციას. თმის გადანერგვიდან სამ თვეში სრულიად ახალი თმა იწყებს ამოსვლას. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: გადანერგილი თმა არასდროს არ ცვივა.
„ჰეალაინის“ სახელი კლინიკაში დაკომპლექტებულ გუნდზე დგას. ამიერკავკასიაში „ჰეალაინი“ N1 თმის გადანერგვის კლინიკად, სწორედ პროფესიონალთა გუნდმა აქცია. ჯანსაღი თმა მასზე ზრუნვის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ კლინიკა „ჰეალაინში“ წარმოდგენლია თმის მოვლის სრული სპექტრი.
გულწრფელი რეკომენდაცია და ბედნიერი მე, ჩემი თმა დაზღვეულია „ჰეალაინში“.
ლევან ყოჩიაშვილი – მსახიობი
როგორც მქონდა წარმოდგენილი, როგორც მქონდა ნაფიქრი, როგორც შემპირდნენ გასაუბრების დროს, ზუსტად ის შედეგი მივიღე.
როცა თმა ისევ ამოვიდა – დადებითი, სტიმულისმომცემი ემოცია წამოვიდა, და რაც მთავარია – სულ ჩემთან იქნება.
„ჰეალაინს“ და მის უცვლელ გუნდს ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ.
გია ბურჯანაძე
ახლობლებმა მირჩიეს ეს კლინიკა „ჰეალაინი“ და სიმართლე გითხრათ, ცოტა ვყოყმანობდი, მაგრამ როდესაც შევხვდი ამ ადამიანებს, ექიმებს, მთლიანად „ჰეალაინის“ კოლექტივს, იმდენად დადებითი პიროვნებები არიან, იმდენად გამამხნევეს და დამარწმუნეს, რომ გადაწყვეტილება მიმეღო, დავთანხმდი... აღმოჩნდა, რომ შედეგიც კარგია და კიდევ მეგობრები შევიძინე. ასე რომ, ადამიანურადაც და სამედიცინო თვალსაზრისითაც კმაყოფილი დავრჩი მათთან ურთიერთობით. შედეგით არამარტო მე, არამედ ბევრი ჩემი მეგობარია კმაყოფილი, რომლებმაც შემდეგ მოაკითხეს მათ. სხვებსაც ვურჩევ, თუ სურვილი აქვთ, მოაკითხონ „ჰეალაინს“. ძალიან კარგი ადამიანები და პროფესიონალები, ფუტკარივით მშრომელი ხალხია.
კახა მიქიაშვილი
„ჰეალაინი“! ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომლებიც უპირველესად, ზრუნავენ ადამიანურ ურთიერთობებზე და რათქმაუნდა მაღალი ხარისხით, ჩვენს ვიზუალზე. სწორედ ამიტომ გავაკეთე მათზე არჩევანი!
ზურა ნიჟარაძე – მსახიობი
ძალიან მადლობელი ვარ ამ კლინიკის, ძალიან მადლობელი ვარ ამ ექიმების. ისინი არიან ძალიან თბილი ხალხი, ისინი არიან პროფესიონალები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და ყველასთვის.