სილამაზის სფეროში ბევრი სალონი ოპერირებს, მათ შორის არის Nail Lounge Batumi, რომელიც გამორჩეულია თავისი იერსახით, კონცეფციითა და ხედვით. Nail Lounge Batumi 2019 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს ბათუმში, უკვე მოიპოვა საზოგადოების ნდობა და ჰყავს ბევრი ერთგული მომხმარებელი. სალონის მენეჯმენტის მიზანია მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ფასები ყველასთვის მისაღებია; ამასთან, Nail Lounge Batumi ორიენტირებულია ხარისხის მხოლოდ მაღალ სტანდარტზე. OK! ესაუბრა სალონის დამფუძნებელ სოფიკო დევდარიანს, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს მომსახურებისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.
რა გზა გაიარეთ სალონის გახსნიდან დღევანდელ დღემდე და რა არის თქვენი ძირითადი მიზანი?
ჩემთვის ბათუმი განსაკუთრებული ქალაქია, სავსე დადებითი ემოციებით და მოგონებებით. ამიტომ ჩემი პირველი პროექტი, გამეხსნა განსხვავებული სილამაზის სალონი, განვახორციელე ბათუმში. მართლაც ასე გამოვიდა − Nail Lounge Batumi გამორჩეულია ინტერიერით, ხარისხით და მრავალპროფილურობით. ქალბატონებს და მამაკაცებს ვთავაზობთ თითქმის ყველა სახის სალონურ მომსახურებას. ძალიან რთული წელიწადის გადასახედიდან, მართლაც საინტერესოდ მეჩვენება ჩვენ მიერ განვლილი გზა. დიდი გამოწვევების წინაშე მოგვიწია საქმიანობა, თუმცა ჩვენი გუნდის ეფექტიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვყავს მომხმარებელი, შევქმენით კონკურენტული გარემო და არსებული სირთულეების მიუხედავად, ჩვენთან მოთხოვნა საკმაოდ დიდია.
ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ მყუდრო, კომფორტული გარემო და მაღალი ხარისხის სერვისი; შევძლოთ ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და განსხვავებული შემოსავლების მქონე მომხმარებლის დაკმაყოფილება. არასოდეს დავკარგოთ კონტაქტი მათთან, გამოვიცნოთ მათი სურვილები და შესაბამისი გავხადოთ ჩვენს ინტერესებთან. სურვილი გვაქვს გაგვიცნოს რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა არა მარტო ბათუმში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
რა არის თქვენი მუშაობის ძირითადი მიმართულება?
სალონისთვის გამორჩეულია სამი ძირითადი მიმართულება: მანიკიური-პედიკიურის განყოფილება, ე.წ. Nail-ი, ლაზერული ეპილაციის კაბინეტი და სტილისტის მომსახურება. ასევე გვაქვს ვიზაჟისტის, ბროვისტის (წარბების სპეციალისტი), ლეშმეიქერის (წამწამების სპეციალისტი) მომსახურება, კოსმეტოლოგია. ჩვენთან ფუნქციონირებს მინიბარი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ არომატული ყავა და ექსკლუზიური ღვინო. სალონში გასაყიდად წარმოდგენილია პრემიუმხარისხის თმის მოვლისა და სტაილინგის საშუალებები.
უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.
დავიწყოთ ფრჩხილის მოვლით: ვახორციელებთ მანიკიურისა და პედიკიურის ყველა სახის პროცედურას − დაწყებული ჩვეულებრივი ლაქის/გელ-ლაქის, ე.წ. შილაქის წასმით, დამთავრებული ფრჩხილის დაგრძელებით, კორექციით, გამაგრებით. ჩვენს მენიუში ასევე არის ისეთი სერვისი, როგორიცაა პარაფინით სპაპროცედურა, ხელის მასაჟი, დაზიანებული ფრჩხილის აღმდგენი პროცედურა. ფრჩხილს ძირითადად აპარატული და კომბინირებული მეთოდებით ვაწესრიგებთ, თუმცა არიან კლასიკური მეთოდის მოყვარულებიც. ვცდილობთ ყოველთვის გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილები და ამასთან, მსოფლიო ტრენდები, თუ რა არის სწორი და უმჯობესი.
რაც შეეხება ლაზერულ ეპილაციას, ბათუმში პირველად ჩვენთან Nail Lounge Batumi-ში წარმოდგენილია 2020 წლის წარმოების ესპანური აპარატი PrimelaseHR, რომელსაც აქვს (FDA) ამერიკული სერტიფიკატი და იგი თანამედროვე ბაზარზე არსებულ სხვა დიოდური ეპილაციის აპარატებს შორის ყველაზე მძლავრ და ეფექტურ აპარატად მიიჩნევა. მისი სიმძლავრეა 4200 ვატი, რაც ყველაზე ძლიერია დღესდღეობით. აქვს ინოვაციური ტექნოლოგია − გამოიმუშავებს უმოკლეს იმპულსს 3ms, რომელიც სწრაფად აღწევს თმის ბოლქვში და ანადგურებს მას ისე, რომ არ ხდება კანის გადახურება. თავაკზე არსებული მინა ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას +5°C, რაც პროცედურის უმტკივნეულობას განაპირობებს. უშუალოდ ეპილაციის ტექნიკა საშუალებას გვაძლევს სწრაფად ვაწარმოოთ პროცედურა. მაგალითად, მთლიანი ფეხის ეპილაცია 9-10 წუთის განმავლობაში ტარდება, მამაკაცებში გულმკერდი და ზურგი − 6 წუთში. პროცედურა უმტკივნეულოა. მომხმარებლებისთვის სასიამოვნო იქნება იმ ფაქტის გაგებაც, რომ პროცედურებს შორის პერიოდი გაზრდილია და შეადგენს 30-45 დღეს (სხვა დიოდური აპარატების შემთხვევაში, ეს პერიოდი 21 დღეა). გვყავს სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც გადამზადებულნი არიან ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ.
რაც შეეხება თმას, გვყავს ბათუმში ძალიან ცნობილი უნივერსალი სტილისტი, ვახორციელებთ თითქმის ყველა ტიპის მომსახურებას. უახლოეს მომავალში ვაპირებთ თბილისიდან გამოცდილი სტილისტების ჩამოყვანას, რითაც ხელს შევუწყობთ Nail Lounge Batumi-ში ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას. სალონში ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის − პრემიუმ და ლუქსბრენდების პროდუქციას. მომხმარებლებისთვის წარმოდგენილია სტენდი, სადაც შეუძლიათ შეიძინონ მათთვის სასურველი თმის მოვლისა და სტაილინგის საშუალებები.
სალონში ასეთივე წარმატებით ხორციელდება ბროვისტის, ლეშმეიქერისა და ვიზაჟისტის მომსახურება − წარბისა და წამწამების ლამინირება, წამწამების დაგრძელება, დღისა და ღამის მეიქაფი.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის, რომ Nail Lounge Batumi-ის ადმინისტრაცია მუდმივად ცდილობს და მომავალშიც ეცდება, მომხმარებელი გაანებივროს სხვადასხვა შესთავაზებით, აქციებით, ფასდაკლებებითა და გათამაშებებით.
უფრო ვრცლად გვესაუბრეთ სპეციალისტებზე.
უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან მომუშავე ყველა სპეციალისტი თავისი საქმის კარგი პროფესიონალია, რა თქმა უნდა, მუშაობის სხვადასხვა სტაჟით. უწყვეტი განათლების ფარგლებში, სალონში პერიოდულად ტარდება მასტერკლასები, სადაც სპეციალისტებს საშუალება ეძლევათ აიმაღლონ პროფესიული დონე ამა თუ იმ სპეციალობაში და უფრო მაღალი სტანდარტით წარდგნენ მომხმარებლის წინაშე. მაგალითად, ზაფხულში გვქონდა სპეციალური გადასამზადებელი კურსი მანიკიურის სპეციალისტებისთვის – ისინი გადამზადდნენ, ასევე გარკვეულ ტექნიკებს დაეუფლნენ და გააუმჯობესეს არსებული ცოდნა.
აქვე მინდა დავაანონსო ისიც, რომ 2021 წლის დასაწყისში ვგეგმავთ ვიზაჟის შემსწავლელ კურსს დამწყებთათვის და უკვე არსებული ვიზაჟისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ მასტერკლასს. დეტალებს ჯერ არ ვახმაურებთ, მაგრამ კურსს წაიყვანენ ძალიან ცნობილი მეიქაფარტისტები თბილისიდან. ინფორმაცია გამოქვეყნდება Nail Lounge Batumi-ის ოფიციალურ ინსტაგრამ და ფეისბუქგვერდზე.
Nail Lounge Batumi-ში ძირითადად მუშაობენ ადგილობრივი სპეციალისტები, თუმცა გვყავს თბილისიდან მოწვეული ექიმი კოსმეტოლოგი ნინო გაფრინდაშვილი, რომელიც პერიოდულად ჩამოდის ჩვენთან და წინასწარი ჩაწერის საფუძველზე ახორციელებს მომსახურებებს მთლიანად ინიექციური კოსმეტოლოგიის ხაზით. ქალბატონი ნინო თბილისში ერთ-ერთ ცნობილ ესთეტიკურ ცენტრ „ფემინას“ დამაარსებელი და მთავარი ექიმია. ამასთან, არაჩვეულებრივი პროფესიონალი გახლავთ.
გვესაუბრეთ უსაფრთხოებაზე.
ეს საკითხი სალონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ჩვენთან უსაფრთხოების პროფილი ძალიან მაღალია − ვხელმძღვანელობთ თანამედროვე სტანდარტით. სტერილიზაციის კუთხე სპეციალურად გვაქვს მოთავსებული ღია სივრცეში, მომხმარებელთა თვალწინ, რათა ყველამ შეძლოს დანახვა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რა პირობებში ინახება გასტერილებული ინსტრუმენტები.
გვაქვს დამონტაჟებული სპეციალური მძლავრი მტვერსასრუტები. ეს მოწყობილობები მაქსიმალურად შეისრუტავს მავნე ორგანულ მტვერს, რომელიც გამოიყოფა გელ-ლაქის, გელის თუ აკრილის ფრჩხილის ზედაპირიდან აპარატით მოხსნის დროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის, ასევე სპეციალისტების უსაფრთხოება.
COVID19-ის პამდემიასთან დაკავშირებით იცით, რომ დაგვემატა ახალი რეგულაციები, რომელიც თანხვედრაშია ჯანმო-ს და საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს დადგენილებებთან. ბარიერები დამონტაჟებულია როგორც მომხმარებელსა და სპეციალისტს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის და რესეფშენის მაგიდაზე. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, ვაწარმოებთ თერმოსკრინინგსაც.
სამომავლო გეგმები.
Nail Lounge Batumi არ ჩერდება ერთ ადგილზე, ჩვენი მამოძრავებელი ძალაა მუდმივი განვითარება. დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი სწრაფად მიიწევს წინ და არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ ამ რიტმს. ვავითარებთ მიღწეულს და ვსწავლობთ ყველაფერ ახალს, რათა ჩვენი სერვისი უფრო დახვეწილი იყოს მომხმარებლისთვის.
დაგეგმილი გვაქვს გაფართოება. ახლო მომავალში ვგეგმავთ კოსმეტოლოგიური კაბინეტის გაკეთებას, სტილისტების დამატებას და მსოფლიოში ძალიან ცნობილ და წამყვან ფრანგულ ბრენდთან თანამშრომლობას.