ნატურალური ზეთები დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავენ, რომლებიც კანის მდგომარეობაზე დადებითად აისახებიან. ისინი ყველაზე მშრალ ლოკონებსაც კი კვებავენ, აჩქარებენ ზრდის პროცესს და თმას ბრწყინვალებას მატებენ. ზამთარში ინტენსიური მოვლაა საჭირო, რათა ყინვამ და მშრალმა ჰავამ ჯანსაღ თმაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს. ამასთან, ნატურალური ზეთების პოვნა არც ისე რთულია, სარგებელი მაქსიმალურია, ფასი კი მისაღები.
1. ავოკადოს ზეთი
ავოკადო სილამაზის რაციონში დიდი ხნის დამკვიდრებული უნდა გქონდეთ. ის არამხოლოდ ჯანსაღი საუზმის ინგრედიენტია, არამედ თმის აღმდგენი ზეთის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ავოკადო დადებითად იმოქმედებს დაზიანებულ და თხელ თმაზე. 1 ჭიქა ზეთი დღის ნორმის 25% ვიტამინებს და 31% კალიუმს შეიცავს. მის შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები, მინერალები, მჟავები, ვიტამინები A, B-5 და E. ზეთის ელემენტები თმის დაცვას უზრუნველყოფენ. წაისვით ავოკადოს ზეთი მთელს თმაზე და ძირებში მასაჟის მსგავსი მოძრაობებით შეიზილეთ. თმა პირსახოცით შეიკარით და ღამე დაიტოვეთ.
2. ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთის დადებით თვისებებზე დიდიხანია ვიცით. სილამაზის ექსერტები გვირჩევენ ის კანზე და თმაზე დატენიანების და დაცვის მიზნით წავისვათ. ამასთან, მას სასიამოვნო არომატი აქვს. ქოქოსის ზეთი ანტიბაქტერიულია, სტიმულირებს ზრდაზე, ფოლიკულებში ღრმად აღწევს და თმას სიმსუბუქის შეგრძნებას ანიჭებს. წაისვით ღამით, მთელს თმაზე სავარცხლის მეშვეობით მოიხვედრეთ და ძირებში შეიზილეთ.
3. არგანის ზეთი
არგანის ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინ E-ს, ომეგა 3-ს და სხვა დადებით ნივთიერებებს, რომლებიც თმის სწრაფი აღდგენის პროცესს განაპირობებენ. ის არ ამძიმებს თმას და სხვა ზეთებისგან განსხვავებით არც ისე ცხიმიანია. არგანის ზეთის გამოყენება ხშირადაა შესაძლებელი, ის თმას ელასტიურობას და ბრწყინვალებას დაუბრუნებს, ამასთან ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს. ყოველი თავის დაბანის შემდეგ წაისვით 50-90 წუთით.
4. ზეითუნის ზეთი
ზეთში ვიტამინი A-ს და E-ს მაღალი კონცენტრაციაა, რომლის მეშვეობითაც ის თმის სტრუქტურაში ღრმად იჭრება და ახალი თმის ღერების გაზრდის სტიმულირებას ახდენს. გამოიყენეთ კვირაში 1-2ჯერ, წაისვით მთელს თმაზე, შეიზილეთ ძირებში. დაიტოვეთ ნახევარი საათით ან მთელი ღამით.
5. სელის ზეთი
ის ძალიან უხდება შეღებილ და გაღიავებულ თმას. ზეთი მდიდარია ომეგა 3-თა და ომეგა 6-ით, რაც ფოლიკულების კვებას და სიგრძის ზრდას უწყობს ხელს. შემადგენლობაშია სელი და ცილა, რომლებიც თმას აჯანსაღებენ. სელის ზეთის თავზე გაჩერება რეკომენდირებულია 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე.