ჯულია რობერტსი 51 წლის ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც ყველანაირი სტერეოტიპი დაამსხვრია და დროის მსვლელობის მიუხედავად, იდეალური სხეულითა და თვალისმომჭრელი ღიმილით დღემდე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ჰოლივუდის სამყაროში.
როგორც ბოლოდროინდელი ინტერვიუთი ირკვევა, ჯულიას ღიმილის განსაკუთრებული საიდუმლო აქვს.
ის ძვირადღირებული თავის მოვლის საშუალებების გარეშე, ბაბუისგან ნასწავლი ხერხით ახერხებს კბილები ყოველთვის თვალისმომჭრელ მდგომარეობაში ჰქონდეს.
ჯულია კბილებს სოდით უვლის, რომელსაც ქოქოსის ზეთს ამატებს და ამ გზით უკვე წლებია ინარჩუნებს არაჩვეულებრივ ვიზუალს.