უკანასკნელ მოდის კვირეულზე წარმოდგენილი თმის და მაკიაჟის ტრენდები ფენომენალური და ინოვაციურია. დიზაინერები სილამაზის პროფესიონალებს მოუწოდებენ საკუთარი კოლექციებისთვის შესაფერისი სტილი შექმნან. საბოლოოდ ვიღებთ იმაზე უკეთეს შედეგს, ვიდრე ველოდით. წარმოგიდგენთ მომავალი წლის ყველაზე გასაოცარ სილამაზის ხერხებს.
1. ცისარტყელა თვალები
ბრენდი: Anna Sui
ტრენდმა სილამაზის მოყვარულები ნამდვილად გააოცა. მრავალფერად შეღებილი თვალის არეები პოდიუმს ბრწყინვალედ იპყრობდა. შესაბამისად, ასეთი მაკიაჟი სადღესასწაულო განწყობის შექმნელ როლს თამაშობს.
2. ნაზი ხვეულები
ბრენდი: Nicole Miller
80-იანები დაბრუნდნენ. მთელი ღამე გარეთ ყოფნით შთაგონებული ვარცხნილობა სილამაზის მთავარ ტრენდად ყალიბდება. ამასთან, ნაზ ხვეულებს კლასიკური შავი თვალის მაკიაჟი უხდება.
3. სისხლივით წითელი ტუჩსაცხი
ბრენდი: Escada
„ეს არის ერთადერთი რამ, რითიც საკუთარ მაკიაჟს გამოვხატავ“ - ამგვარი შემართება დევს ბრენდის ამ მოდელის ინსპირაციაში. მთავარია ძალაუფლების მქონე სწორი ელფერი.
4. ნახევრად სველი ტალღები
ბრენდი: Hellessy
თითქოს ამ ტრენდს მხოლოდ წითელ ხალიჩაზე და პოდიუმზე იყენებდნენ, თუმცა დროა ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაინერგოს. მსგავსი ტალღები გლამურისა და ბუნებრიობის სწორი მიქსია. თმას ცოტაოდენი ზეთი დაამატეთ.
5. ბრჭყვიალა თვალები
ბრენდი: Kate Spade
ოქროსფერი ბრჭყვიალები ოპტიმისტური ხასიათის მატარებელია. ტრენდი არც მკაცრ კონტურებსა და ფორმებს მოითხოვს, თითქოს ქუთუთოებზე ხელის ერთი ნაზი შეხება საკმარისია.
6. მეტალის თვალები
ბრენდი: Tom Ford
ამ ტრენდით შეგიძლიათ მთელი დღე მოდური და მოწოდების სიმაღლეზე იყოთ, ასე ამბობდენ მოდის ექსპერტები. სასურველია თვალის ზედა და წარბის ქვედა არე სრულად შეავსოთ.
7. ნეონის ჩრდილები
ბრენდი: Alice + Olivia
ამ ტრენდს ექსპერიმენტულს უწოდებენ და არასტანდარტული ფორმები საოცრად უხდება. ნათელი ფერის ჩრდილები ნებისმიერი ტონის კანს შეეფერება.
8. კიკინა ბევრი თმისამაგრით
ბრენდი: Nonie
კიკინა თმის სარჭებით თუ მის გარეშე, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ოფისში, სავარჯიშო დარბაზში და ყველგან მათ შორის. ამასთან, ის ყველანაირ თმის ტიპს შეეფერება.
9. „გაბერილი Bob ვარცხნილობა“
ბრენდი: Christopher John Rogers
Bob ვარცხნილობა არასდროს ყოფილა ასეთი მოდური, როგორც გაფუების შემთხვევაში. ტრენდი ერთგვარი მოდური განაცხადია და იმიჯის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.