ეფექტური საშინაო რეცეპტები
1. ნიღაბი Burdock ზეთით
ამ ნიღბის მოქმედების და ეფექტურობის გასაძლიერებლად სხვადასხვა პროდუქტების დამატება მოგიწევთ. მაგალითად, თაფლის და კვერცხის გულის. ამისთვის აურიეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ნედლი კვერცხის გული. არევის შემდეგ წაისვით თმის ძირებიდან ოდნავ სიგრძეზე. დაიტოვეთ ნიღაბი 40-60 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ, შამპუნით საფუძვლიანად დაიბანეთ. ის შეაჩერებს თმის ცვენას და გააუმჯობესებს ზრდის პროცესს.
2. ვიტამინებით A და E
თმების სილამაზე ორგანიზმში ამ ვიტამინების შემცველობაზეა დამოკიდებული. მათი ნაკლებობის შევსება აფთიაქში მისაღებ ფასად შეგვიძლია. ვიტამინების შინაგანი მიღების შემდეგ, სამკურნალო ნიღაბი დაამზადეთ.
აიღეთ 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი, ჭიქის მეოთხედი წყალი, 1 კვერცხის გული, 30მლ Burdock ზეთი, 1 ჩაის კოვზი ვიტამინი A და 1 ჩაის კოვზი ვიტამინი E. აურიეთ მდოგვი წყალში და დაამატეთ სხვა კომპონენტები, სულ ბოლოს ვიტამინები. მიღებული მასა მთელს თმის სიგრძეზე გაინაწილეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ძირებს. გაიჩერეთ ნიღაბი 40-60 წუთის მანძილზე, შემდეგ შამპუნის მეშვეობით დაიბანეთ.
3. ალოეთი, კონიაკითა და თაფლით
ალოეს წვენი თმისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი წამალია, რომელიც მას ცვენისგან და გამელოტებისგან იცავს. 50 გრ კონიაკი ოდნავ გაათბეთ. შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ. ამის შემდეგ ძირებზე წაისვით.
4. მდოგვით
მდოგვის ნიღბები თმის ცხიმიანობის, ცვენის და ზრდის დაჩქარებისთვის საუკეთესო ნატურალურ საშუალებად ითვლება. ნიღბის დასამზადებლად აურიეთ 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი მცენარეული და Burdock ზეთი, დაამატეთ 1 კვერცხის გული. ყველაფერი აურიეთ და დაიდეთ თმის ძირებზე.
5. დარიჩინით
დარიჩინი ყველაზე დადებითად იმოქმედებს თავის კანზე და თმის მდგომარეობაზე. აურიეთ 1 სუფრის კოვზი დარიჩინის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. მასა მთელს თმაზე გაანაწილეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთის მანძილზე და შამპუნის მეშვეობით ჩამოიბანეთ.