კორეული სილამაზის რიტუალები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და შთამბეჭდავ პროცესებად ითვლება. ამ ქვეყანაში კანის მოვლას განსაკუთრებულად უდგებიან. კორეელი ქალი კანის მოვლას საშუალოდ ერთ საათს უთმობს და ამას ყოველ დილით და ყოველ საღამოს აკეთებს. დღეს კორეული კოსმეტიკა სილამაზის ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს იკავებს.
1.ჰიდროფილური ზეთი
ერთ-ერთი მთავარი აზიური პრინციპი კანის ორეტაპოვანი გასუფთავების მეთოდია. სილიკონისგან დამზადებული ტუში წამწამებისთვის, ტუჩსაცხი ზეთის სტრუქტურაზე და აშ. - ამ ყველაფრის მოსაშორებლად კორეელები ჰიდროფილურ ზეთს იყენებენ. ის მშვენივრად ართმევს თავს დავალებას, წყალთან კონტაქტისას კი მსუბუქ შრატად იქცევა. ამასთან, ჰიდროფილური ზეთი კანში ღრმად არ აღწევს, მისი ზედაპირიდან მხოლოდ ცხიმის მოლეკულებს, ჭუჭყს და ტონალურ კრემს აშორებს. საბოლოოდ, კანი სუფთაა და არც გამომშრალია.
2. ღრუბელი - The Konjac Sponge
ეს არის დაბანისთვის განკუთვნილი სპეციალური ღრუბელი, რომელსაც მცენარე ამორფოფალუს კონიაკის ფესვებისგან ამზადებენ. მშრალ მდგომარეობაში ღრუბელი ქვის მსგავსად გამოიყურება, მაგრამ წყალთან კონტაქტისას მსუბუქი ხდება. სახის სხვა ღრუბლებისგან განსხვავებით, ის არამხოლოდ ასუფთავებს, არამედ ფორებსაც წმინდავს. ღრუბელი მოხმარებისთვის მზადაა მაშინ, როცა წყლის მეშვეობით მთლიანად მსუბუქდება. დაიწყეთ გასუფთავება შუბლიდან ნიკაპამდე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ ზონებს. ღრუბლის გამოცვლა ყოველ 2-3 თვეშია რეკომენდირებული.
3.დამატენიანებელი და მკვებავი საშუალებები
აზიაში ძირითადი მოვლა მუდამ დამატენიანებელი ლოსიონის ან მკვებავი შრატის წასმით იწყება. ისინი მდიდარია აქტიური ინგრედიენტებით, აცოცხლებენ კანს და ატენიანებენ.
4.BB კრემი
გსურთ რომ კანი გამოიყურებდეს ბუნებრივად და უფრო მიმზიდველად? BB კრემი ამის საუკეთესო გარანტია. მაღალტექნოლოგიური შემადგენლობის წყალობით BB კრემი აბალანსებს კანის ფერს, ატენიანებს, კვებავს და იცავს სახეს ულტრაიისფერი სხივებისგან. ამ კრემის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ კანზე შეუმჩნეველია.
5. Cushion
ეს მსუბუქი ტონალური სწორედ კორეიდან შემოვიდა. Cushion ეს არის კომპაქტური პუდრა ღრუბლით, რათა დღის მანძილზე მაკიაჟი სწრაფად და ეფექტურად შეისწოროთ.
6. კოსმეტიკა ჟენშენით
კორეა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ მცენარის მასობრივი წარმოება დაიწყო. ბოტანიკური სახელწოდების მიხედვით, ჟენშენი ყველა დაავადების მკურნალია. მისმა თვისებებმა კოსმეტიკაში ფართო გამოყენება ჰპოვა. ისინი შეიცავენ უამრავ ვიტამინებს, სასარგებლო მჟავებსა და მიკროელემენტებს. ჟენშენზე დაფუძნებული კოსმეტიკა აღადგენს კანს, რეგენერაციის პროცესის სტიმულირებას ახდენს და სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს.