ზამთარში კანი სიცივისგან სათანადოდ უნდა დავიცვათ, ამიტომაც მისი მოვლა ზაფხულის სეზონისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მშრალი ჰაერი, მინუს ტემპერატურა - ეს ყველაფერი კანის მდგომარეობას ცვლის. ცხიმიანი და ნორმალური კანი შრება, მშრალი კი მგრძნობიარე ხდება. ბევრი ადამიანი ამ დროს მკვრივ ტექსტურებზე გადადის, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მოვლისას ბევრი დამატენიანებელი ინგრედიენტი და პროდუქტი უნდა გამოიყენოთ, რომლებიც ბუნებრივ ცხიმებზე მზადდება.
• კანის მოვლის საშუალებები ყინვაში გასვლამდე 20 წუთით ადრე წაისვით.
• არ დაგავიწყდეთ კანის კვება: დატენიანება კანის კარგი მდგომარეობის შენარჩუნებაა. მას შეუძლია სიცივის კანზე მოქმედება ნაკლებად მძაფრი გახადოს.
• პირსახოცით სახის გამშრალების შემდეგ ჯერ დამარბილებელი და კონცენტრატი წაისვით, შემდეგ კი კრემი.
• დღის განმავლობაში გამომაცოცხლებელი სპრეი გამოიყენეთ, რომლის დაპკურებაც მაკიაჟის ზემოდანაა შესაძლებელი. ასევე სვით ბევრი წყალი.
• მიუხედავად იმისა, რომ სხეულის კანს ზამთარში ტანისამოსით ფარავთ, მას მოვლა მაინც სჭირდება. ტანის გამწმენდი შრატი გააუმჯობესებს და შეინახავს კანის კარგ მდგომარეობას ცივ სეზონზე.
• კოსმეტოლოგის რეკომენდაციის გარეშე არ მიმართოთ პილინგსა და სკრაბებს.
• უნდა აირჩიოთ ისეთი ტუჩის ბალზამი, რომელიც არამხოლოდ დაარბილებს ტუჩებს, არამედ ულტრაიისფერი სხივებისგან და ნეგატიური ნივთიერებებისგან დაიცავს.
• თუ კანი წითლდება ან ღიზიანდება, დამატებითი კვება სჭირდება. აღმდგენი კრემი სიტუაციას გამოასწორებს. მას სახის და სხეულის ნებისმიერ ნაწილზე წაისვამთ და სიცივისგან დაცულნი იქნებით.
• უკანასკნელ პერიოდში, დეკორატიული კოსმეტიკა ხშირად ერთ პროდუქტში ერთიანდება. მაგალითად CC კრემი ესაა მოვლა, ფერი და მზისგან დაცვა. ყველაფერი რაც საჭიროა, ერთ ფლაკონში.
რა წარმოადგენს საფრთხეს ლამაზი და ჯანსაღი კანისთვის
ფუნჯებს თვეში მხოლოდ ორჯერ რეცხავთ და ბალიშის პირს ხშირად არ ცვლით? ამ დამოკიდებულებას გამონაყარის პროვოცირება შეუძლია. ძვირადღირებული სახის მოვლის საშუალებების ყიდვისას არ უნდა დაივიწყოთ, რომ სუფთა და ლამაზი კანის საიდუმლო პირადი ჰიგიენაა. იმისათვის რომ გაექცეთ არასასიამოვნო სიურპრიზებს, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.
1. რეგულარულად ცვალეთ ბალიშის პირი და პირსახოცი სახისთვის
კვლევები ადასტურებს, რომ უნიტაზიდან და ბალიშის პირიდან აღებული ნიმუშები პრაქტიკულად იდენტურია. დიახ, თქვენი საყვარელი ბალიში ბაქტერიებისთვისაც კომფორტული მოკალათების ზონაა. მასზე რჩება მტვერი, თმა, კანის ჭუჭყი და აშ. ამიტომაც, ის ყველაზე ძვირადღირებული ღამის კრემის ეფექტსაც კი ადვილად გადაფარავს.
ზურგზე წოლამ შესაძლოა სიტუაცია გამოასწოროს, მაგრამ, იმისთვის, რომ კანი არ დააზიანოთ, ახლად გარეცხილ ბალიშის პირზე ხშირად უნდა იძინოთ.
იგივე ეხება პირსახოცსაც. ბაქტერიები დატენიანებულ პირსახოცზე სწრაფად ვრცელდებიან. არაა გასაკვირი, რომ დაბინძურებული პირსახოცით სახეზე ანთებითი პროცესის ან ინფექციის აკიდებაა შესაძლებელი. ეცადეთ ის ყოველ მეორე დღეს გამოცვალოთ. დაიმახსოვრეთ, პირსახოცი სახისთვის, ტანისთვის და თმისთვის სხვადასხვა უნდა იყოს.
2. დაიბანეთ დღეში ორჯერ
საღამოს მაკიაჟის მოშორება აუცილებელია, თუმცა სუფთა კანის საიდუმლო დილის მოვლაცაა. ამ დროს სახიდან იშორებთ იმ ჭუჭყსა და ცხიმს, რაც კანმა ღამის მანძილზე შეითვისა. სახის დაბანამდე, ჯერ ხელები საპნით საგულდაგულოდ დაიბანეთ, შემდეგ კი მიხედეთ სახის წმენდას. ამ შემთხვევაში ხელიდან სახეზე ბაქტერიების გავრცელებას მინიმუმამდე დაიყვანთ.
3. არ დაგავიწყდეთ მაკიაჟის ფუნჯების გარეცხვა
ფუნჯებს რეგულარული მოვლა ესაჭიროება, მათზე ჭუჭყი, მტვერი და ცხიმი გროვდება, რაც კანის მდგომარეობაზე ნეგატიურად შეიძლება აისახოს. გარეცხეთ ისინი თვეში რამდენჯერმე.
4. გამოიყენეთ ანტიბაქტერიული სალფეთქები
არ დაგავიწყდეთ, რომ საშიში მიკრობები სმარტფონზე, მზის სათვალეებზე, ყურსასმენებსა და სხვა ყოველდღიური საჭიროების ნივთებზეც არიან განლაგებულნი. მათ ხშირად აქვთ კონტაქტი სახესთან, ამიტომაც ისინი ანტიბაქტერიული სალფეთქებით ასუფთავეთ.