ოთხი წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი და ამ დროის განმავლობაში რედაქტორის ამპლუაში არასოდეს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო ეთერში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სამზარეულოში. კამერა და სამზარეულოს ღუმელი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს გამოწვევა ჩემთვის და ვფიქრობ, საკმაოდ აქტუალური თემები შევარჩიეთ მკითხველისთვის.
OK! Gastro Book-ის სექტემბრის ნომერში მკითხველი გაიგებს რატომ არის კერძი ერთ დღეს ძალიან კარგი, მეორე დღეს არცთუ კარგი, მესამე დღეს უკეთესი, ხოლო შემდეგ დღეს − ძალიან ცუდი. ასევე მკითხველი იხილავს მანანიკო უგულავას საგანმანათლებლო ხედვას, თუ რა სახის პრობლემების წინაშე დგას „ედუქეიშენი“ საქართველოში. ასევე მკითხველი გაეცნობა ეკო ღლონტის ხედვას და დამოკიდებულებას შეფმზარეულებთან დაკავშირებით. ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, ეკა ჭვრიტიძე კი ძლიერების, სიმარტივის განსახიერებაა და გაგვიზიარებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ქალი წარმატებული ბიზნესში. მერიკო გუბელაძე გვიამბობს ჩვენი ქვეყნის ძირითად პრობლემებზე, მიღწევებზე, საერთაშორისო ბაზარზე და ტენდენციებზე. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, მკითხველს ძალიან საინტერესო ნომერი ელოდება OK! Gastro Book-ის სახით.
ასე რომ, აუცილებლად წაიკითხეთ OK! Gastro Book, რათა უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ შიდა სამზარეულოს და გაეცნოთ სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს გასტრონომიის სფეროში.