ზაფხულის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამზარეულოში ფუსფუსი გამარტივდეს. თან, რა თქმა უნდა, გემრიელი და ხარისხიანი პროდუქტი უნდა გამოვიყენოთ
კლასიკურ გერმანულ რეცეპტურაზე დამზადებული, პრემიუმკლასის სოსისები, სამი ახალი გემოთი „ნიკორასგან“. მათი შეძენა ექსკლუზიურადაა შესაძლებელი „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში.
„როსტერი“ – გამორჩეული შემადგენლობისა და არომატის მქონე სოსისი, რომელიც ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებული სიახლეა. ინგრედიენტები – ჰოლანდიური ყველი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა, პროდუქტის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს.
„ფრანკფურტერი“– გერმანული „ფრანკფურტერის“ ზუსტი ანალოგია. მის დასამზადებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ხორცი და ევროპული კომბინირებული სანელებლები.
„ბერნერი“– სოსისის შემადგენლობაში შედის ჰოლანდიური ყველი, რაც მას განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს.
პრემიუმკლასის სოსისები დაფასოებული სახით იწარმოება, რაც პროდუქტს კიდევ უფრო კომფორტულსა და პრაქტიკულს ხდის.
ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ ტყეში მწვადს სულ სხვა გემო აქვს და თავადაც ხშირად შეგიწვავთ. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში პიკნიკის დროს მთავარ კერძად გრილზე შემწვარი სოსისი იქცა. მიზეზი ალბათ რამდენიმეა: ხორცის მწვადის შეწვა ბევრად რთულია, ვიდრე სოსისის, და ბევრად მეტ დროსაც მოითხოვს. ხელმისაწვდომი გახდა გრილები, რომელზეც სოსისის შეწვა სულ რაღაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ზედმეტი წვალების გარეშე. პიკნიკის დროს მთავარი ხომ დასვენება და გართობაა და არა საკვების მომზადებაზე ზედმეტი დროის კარგვა.
უკანასკნელ პერიოდში პიკნიკების ტენდენცია განსაკუთრებულად გააქტიურდა. დახურულ სივრცეებში შეკრება გარკვეული შეზღუდვებითაა შესაძლებელი და ყველა ცდილობს, ტყეში მოაწყოს სასიამოვნო საღამო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ამ დროს ურთიერთობები განსაკუთრებით უშუალო და სასიამოვნო ხდება. ცეცხლი, გრილი, შამფური, ხორცი, ტკაცუნა სოსისი, ბოსტნეული... რა სჯობს ამ ყველაფრის საკუთარი ხელით მომზადებას!
თუ თქვენ პიკნიკზე წასვლას, ან საკუთარი აგარაკისა თუ სახლის ვერანდაზე ხორცეულის შეწვას აპირებთ, ეს რჩევები განსაკუთრებით გამოგადებათ. შამფური ამ დროს ტრადიციული მეთოდია, თუმცა დღეს უმეტესობა გრილს ანიჭებს უპირატესობას მისი პრაქტიკულობის გამო. თან გრილზე სოსისსა და ხორცთან ერთად, ბოსტნეულის შეწვაც შეგიძლიათ.
გრილზე სოსისის მომზადებასთან დაკავშირებით, რჩევებისთვის „ნიკორას“ მივმართეთ.
„ნიკორას“ რჩევები ასეთია:
სოსისების შესაწვავად ნაკლებად გახურებული გრილია საჭირო, მაღალი ტემპერატურა პროდუქტს გარსაცმს დაუწვავს და შიგნით გაცხელებას ვერ მოასწრებს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა სოსისების – „როსტერისა“ და „ბერნერის“ შემთხვევაში, რადგან მათი გარსაცმი, როგორც გერმანული ანალოგებისა, მსხვილი კალიბრისაა. შემადგენლობაში შემავალი ყველი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა კი კარგად უნდა გაცხელდეს ხორცთან ერთად, რომ გემოები გაერთიანდეს და მისი არომატი სრულად შეიგრძნოთ. სწორედ ამიტომ არ არის აუცილებელი მაღალი ტემპერატურა. შეწვისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე, ვისაც რა დონეზე შემწვარი სურს. რაც შეეხება მესამე, ახალი სახეობის სოსისს – „ფრანკფურტერს“, ეს ძირითადად მოსახარშად განკუთვნილი პროდუქტია, რომელიც მძაფრი გემოთი არ გამოირჩევა, მაგრამ შეგიძლიათ შესაწვავადაც გამოიყენოთ – ესეც გემოვნებაზეა დამოკიდებული. „ფრანკფურტერი“ საუკეთესოა ყველსა და ბოსტნეულთან ერთად. გემრიელად მომზადებული საკვები კარგი პიკნიკის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
მოიწყვეთ პიკნიკი პარკში, მდინარის პირას, ტყეში, აგარაკის ეზოში ან ვერანდაზე; განიტვირთეთ და ისიამოვნეთ.