აღდგომის მოახლოვებასთან ერთად ვიწყებთ ფიქრს თუ სად შევიძინოთ ყველაზე გემრიელი და არომატული პასკები. მართალია სახლში გამომცხვარ პასკას არაფერი ჯობია, თუმცა მის მომზადებას დიდი დრო, შრომა და ოსტატობა სჭირდება. აქედან გამომდინარე ისეთი საკონდიტროების შერჩევას ვიწყებთ, სადაც ფაფუკ და გემრიელ პასკას შევიძენთ.
OK! Magazine Georgia გთავაზობთ რამდენიმე საკნდიტროს, სადაც უგემრიელეს პასკებს შეიძენთ და აღდგომის დღესასწაულს კიდევ უფრო ბრწყინვალეს გახდით.
Sweet Time • სვით თაიმ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად საკონდიტრო Sweet Time • სვით თაიმ–მა უკვე დაიწყო საზოგადოებისთვის არომატული და ფაფუკი პასკების შეთავაზება. თქვენ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც კლასიკური, ასევე ხაჭოს უგემრიელესი პასკა, ამიტომ არ დაკარგოთ დრო და აუცილებლად გამოიძახეთ განსხვავებული რეცეპტითა და დიდი სიყვარულით შექმნილი პასკები და კურიერი სულ რაღაც რამდენიმე წუთში სახლში მოგართმევთ. აღდგომის დღესასწაული ხომ გემრიელი პასკის გარეშე წარმოუდგენელია!
საკონდიტრო Sweet Time • სვით თაიმ–ში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ნამცხვარი მედოკი, არაჟნის ტორტი და იოგურტის ტორტი, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის აღდგომის დღესასწაულს და ამავდროულად გაგიხალისებთ კარანტინის მოსაბეზრებელ და ერთფეროვან დღეებს!
იქიდან გამომდინარე, რომ აღდგომას და საღდგომო სუფრისთვის მზადებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში საკონდიტროში ასევე წარმოდგენილია სააღდგომო სუფრა, სპეციალური მენიუთი: ნიგვზიანი ხარჩო, ხბოს ჩაქაფული, ტოლმა ვაზის ფოთოლში და აჩმა ის კერძებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სააღდომო სუფრაზე და ამაზე Sweet Time • სვით თაიმ–ი იზრუნებს.
დარეკეთ ნომერზე: 599 00 10 77 და ისარგებლეთ მიტანის სერვისით
Goodwill • გუდვილი
Goodwill • გუდვილი–ს ობიექტებში უგემრიელესი სურნელი უკვე დატრიალდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააღდგომოდ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, 5 სახეობის პასკას შესთავაზებს. მათ შორისაა როგორც ქართული, ასევე იტალიური წარმოების პანეტონე და შოკოლადის პასკა. პასკები მზადდება უმაღლესი ხარისხის კარაქისგან, ფქვილისგან და ინგრედიენტებისგან, რაც კიდევ უფრო სასურველს და სანდოს ხდის პროდუქციას მომხმარებლებისთვის. გარდა იმისა, რომ არის უგემრიელესი, ასევე ძალიან მიმზიდველადაც გამოიყურება... გაფორმებულია მარციპანისა და შოკოლადს ფიგურებით და არომატული ნუშის ფანტელებით.
უნდა აღინიშნოს, რომ Goodwill • გუდვილი–ს თითოეულ ფილიალში გამკაცრებულია სადეზინფექციო სამუშაოები, რაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გამორიცხავს ყველანაირ რისკს.
ტელ: +(995 32) 240 00 02
მის: ფარნავაზ მეფის გამზ. N1; ქავთარაძის ქ. N1; ჭავჭავაძის გამზ. N34; თარხნიშვილის ქ. N2; რუსთაველის გამზ. N 2/4 ,,გალერია თბილისი"; ქ-ბათუმი გორგილაძის N 88 ,,ბათუმი მოლი".
ტკბილი ქვეყანა - Sweet Country
ტკბილი ქვეყანა - Sweet Country ტრაციდიცულად, წელსაც პასკების მრავალფეროვან და რა თქმა უნდა უგემრიელეს არჩევანს გვთვაზობს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ არჩევანი გააკეთონ 11 სხვადასხვა სახეობის პასკიდან ერთ–ერთზე, რომლებიც მზადდება უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, განსაკუთრებული არომატის მისაცემად კი გამოყენებულია კარაქის, ქიშმიშისა და ცუკატის სინთეზი, რათა დაგიტოვოთ დაუვიწყარი გემო.
პასკები წარმოდგენილია „ნიკორა“–ს, „ორი ნაბიჯი“ს და სხვა არაერთი მარკეტის მაღაზიათა ქსელში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ტკბილი ქვეყანა - Sweet Country–ს პასკები შეიძინოთ საქართველოს ყველა რეგიონში.
ტელ: 032 266 97 77
მის: ჭყონდიდელის 56