რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ დროებით ადგილზე მომსახურებას წყვეტს და სრულად მიტანის სერვისზე გადადის. „ჩემო კარგოს“ აქამდეც ჰქონდა მიტანის სერვისი, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობდა. ამიერიდან კი აღნიშნული სერვისი სრული დატვირთვით იმუშავებს და მომხმარებლებს „ჩემო კარგოს“ ნებისმიერი კერძის მიღება ადგილზე შეეძლება. მიტანის სერვისი უკონტაქტო იქნება თუ არა თავად მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული.
„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაა. მომხმარებელს ადგილზე მიტანის ნოვატორულ მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენ ვართ საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა სპეციალური საიტი და ამასთანავე მობილური აპლიკაციები, რომელთა დახმარებითაც მომხამრებელს შეუძლია ონლაინ ისარგებლოს მიტანის სერვისით. ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კერძებთან ერთად ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ ჩვენი ადგილზე წარმოებული ლუდის ადგილზე მიტანის სერვისით, რომლის ანალოგიც ამ ეტაპზე ქალაქში არ არსებობს.
რაც შეეხება უსაფრთხო მიწოდებას, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას არ ვწყვეტთ. ვითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებს, რათა მოხდეს შეკვეთების მიღება და გაშვება უსაფრთხოების სრული წესების დაცვით . ჩვენი კურიერები სპეციალურად შემოსილები არიან და საგანგებოდ მუშავდება მათი ყუთებიც. ამის მიუხედავად, მომხმარებელს ვთავაზობთ უკონტაქტო მიტანის შესაძლებლობასაც. საგანგებოდ მუშავდება ობიექტი, სადაც კერძების მომზადება ხდება. ჩვენი დასაქმებულები ყოველდღიურად მოწმდებიან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სპეციალურად ვამუშავებთ პროდუქტებსაც, რომ კერძების უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოფილი იყოს,“ – აცხადებენ „ჩემო კარგოში“.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები შევიდა „ჩემო კარგოს“ მენიუში და მას სპეციალური ლანჩ მენიუები და საოჯახო მენიუები დაემატა ხელმისაწვდომ ფასად.
„არსებულ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სახლში და მათთვისაც, ვისაც კვლავ ოფისებში უწევს მუშაობა. ჩვენ ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მომხმარებლებზე. სწორედ ამიტომ შევადგინეთ სპეციალური მენიუები, რომელიც შეიცავს ყოველდღიური კვებისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს. აღნიშნულ მენიუებს ექნება სპეციალური ფასი და მომხმარებელს 20%–იანი ფასდაკლებით შევთავაზებთ. ლანჩ მენიუ დაიწყება 7 ლარიდან, საოჯახო მენიუ კი – 30 ლარიდან,“ – განმარტავენ „ჩემო კარგოში“.
შეკვეთის შემთხვევაში ანგარიშსწორება შესაძლებელია: ონლაინ გადახდით ვებგვერდის დახმარებით, ბარათით ან ნაღდი ფულით.
ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია:
+995 571 10 30 10 ; 2 69 30 10
ONLINE : WWW.CHEMOKARGO.GE
ONLINE : მობილური აპლიკაცია " ჩემო კარგო "
კომპანიის საკუთარი მიტანის სერვისის პარალელურად, „ჩემო კარგო“ კერძების შეკვეთა და ადგილზე მიღება შესაძლებელია „გლოვოს“, „ვოლტის“, menu.ge–ს მეშვეობით.