რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კაილი ჯენერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. 22 წლის მილიარდერი გულშემატკივრებს მისი საყვარელი დესერტის ეგრეთწოდებული ბანანის "ფენქეიქების" დამზადებას ასწავლის. როგორც იცით, კაილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და სოციალური ქსელის საშუალებით გამომწერებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
დამზადებისთვის საჭიროა: ბანანი; შაქარი(თეთრი ან ყავისფერი); კვერცხი, ფქვილი და რძე.