დაგჭირდებათ:
7 ცალი კარტოფილი
2 ჭიქა წყალი
5 ჩაის კოვზი მარილი
2 ჩაის კოვზი ნიორი (ფხვნილის სახით)
1/2 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
ზეთი
მომზადება:
ბოსტნეულის ან ყველის საჭრელის გამოყენებით დავჭრათ კარტოფილი თხელ ნაჭრებად. მოვათავსოთ თასში, დავასხათ წყალი, დავამატოთ ყინული და გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ კარტოფილის ნაჭრები მოვათავსოთ ხელსახოცის მჭრალ ნაჭერზე, სანამ კარტოფილი გაშრება ავურიოთ ნიორი (ფხვნილის სახით) მარილი და შავი წიწაკა და ავურიოთ ერთმანეთში.
მიღებული მასალა აურიეთ კარტოფილში და გამოაცხვეთ ზეთში 375 გრადუსზე (3-4 წუთის განმავლობაში).