მყუდრო გარემო, ყურადღებიანი პერსონალი, უგემრიელესი კერძები, გემოვნებიანი მუსიკა... დიახ, ეს ყველაფერი ნამდვილად ერთ სივრცეში, კარაოკე-კლუბ KAMERTON-ში ერთიანდება და მომხმარებელს მასზე მორგებულ პროგრამას და სრულ კომფორტს სთავაზობს. თუ თქვენი დაბადების დღე ახლოვდება ან გეგმავთ რაიმე ღონისძიებისა თუ წვეულების აღნიშვნას და ჯერ კიდევ არ იცით სად აღნიშნოთ, KAMERTON-ი მართლაც რომ შესანიშნავი ადგილია. OK! KAMERTON-ის დამფუძნებელს, ნაგო მილორავას ესაუბრა.
გვიამბეთ Kamerton Karaoke Club-ის შესახებ. როდის გამოჩნდა პირველად თბილისში?
Kamerton Karaoke Club 2016 წლის 1 აპრილს გავხსენით და უკვე მეოთხე წელია ერთგულად ვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კლუბი, სადაც კარაოკეს თანდართული ჰქონდა სხვადასხვა გასართობი პროგრამა და თამაში. ფაქტობრივად, ჩვენთან არის შერწყმული პროგრამა, სადაც ერთიანდება კარაოკე, თამაშები და გათამაშებები იმისათვის, რომ სტუმრებს ავუმაღლოთ განწყობა და საღამო გამოვიდეს მხიარული.
ძირითადად, რა სახის პროგრამებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპისა და ასაკის მომხმარებლები გვყავს სტუმრად, რადგან დაცული გვაქვს ასაკობრივი ზღვარი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკის მომხმარებელს ერთი და იგივე პროგრამას ვერ შევთავაზებთ. ხშირად ჩვენი წამყვანები იმპროვიზაციასაც მიმართავენ და იქვე მოფიქრებულ თამაშებსაც სთავაზობენ სტუმრებს. შესაძლოა, ეს იყოს ფოტოსესიის ტიპის თამაში, ან თუნდაც ცეკვასა და კარაოკეში შეჯიბრი.
რის მიხედვითაა განსაზღვრული ასაკობრივი ზღვარი?
ერთი წელია დავუშვით არასრულწლოვნები. 12 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვები დღის ფორმატით, 17:00 საათიდან 19:30-მდე შესაბამისი პროგრამებით და ვცდილობთ ეს საათები მაქსიმალურად დავტვირთოთ ცეკვითა და კარაოკეთი.
როგორ ფიქრობთ, რა არის Kamerton Karaoke Club-ის მთავარი უპირატესობა?
უპირატესობა საკმაოდ ბევრი გვაქვს. უპირველესად ის, რომ ჩვენთან არის ძალიან თბილი და კომფორტული გარემო. თითოეული ადამიანი, ვინც კი ჩვენთან ყოფილა, აღნიშნავს, რომ ეს არის სივრცე, რომელსაც სახლთან აიგივებენ და ერთხელ მოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად უჩნდებათ დაბრუნების სურვილი.
თავდაპირველად, როცა კლუბი გავხსენით, გვყავდა ცოცხალი დაცვა, რაც ძალიან ძაბავდა ურთიერთობებს და თან საჭიროებაც არ მოითხოვდა, ამიტომ გადავიწყვიტეთ შეგვეცვალა ეს მიდგომა და ახლა უკვე პულტის მეშვეობით ვეკონტაქტებით დაცვას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არცერთხელ არ გაჩენილა მათი გამოძახების აუცილებლობა.
ასევე, ჩვენი პრიორიტეტია უგემრიელესი კერძები. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვაქვს აქციები, ჩვენს მენიუს გემოს არასოდეს ვუცვლით და ამას თითოეული სტუმარი აღნიშნავს. არ ვზოგავთ ფინანსებს და ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტებს.
ერთდროულად რამდენი ადამიანის გამასპინძლებაა შესაძლებელი კლუბში?
კლუბში წარმოდგენილია ორი დარბაზი, რომლებიც ნაწილდება მომხმარებელთა ასაკებისა და გემოვნების მიხედვით. ერთი დარბაზი იტევს 30-40, ხოლო მეორე 70-80 პერსონას.
ჩვენი სამუშაო გრაფიკი ძირითად შემთხვევაში მოიცავს დაბადების დღეებს, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს კორპორაციული წვეულებები. ჩვენთან არის დახურული ფორმატი, რაც სტუმრებისთვის დიდი კომფორტია.
როგორ არის სხვადასხვა პროგრამის საათები განაწილებული?
სრულწლოვანთათვის საღამოები იწყება 20:00 საათიდან ღამის 2 საათამდე, თუმცა რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც დროის ცვლილების თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ხდება ამაზე შეთანხმება. 22:00 საათზე იწყება კარაოკე და გასართობი პროგრამა თამაშებთან და გათამაშებებთან ერთად. ღამის 12 საათიდან კი დიჯეი განაგრძობს სტუმრების განწყობაზე ზრუნვას.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა სიახლეს, ამჯერად კი გვინდა გავფართოვდეთ და გავხსნათ კიდევ ერთი ფილიალი.