რესტორნების ქსელს, რომელიც 2004 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე, მომხმარებელი „ორიგინალი ჯგუფის“ სახელით იცნობდა, თუმცა 3 წლის წინ რებრენდინგი დაიწყო და საზოგადოების წინაშე სრულიად განახლებული სახელით გამოჩნდა. დღეს მას ყველა ჩვენგანი ვიცნობთ, როგორც „ჩემო კარგოს“ და „ჩემო კარგოს ქარხანას“. აქ ასევე წარმოდგენილია ლუდის მცირე საწარმო, სადაც ადგილზე იხარშება პრემიუმხარისხის შესანიშნავი ქართული ლუდი.
ეს არის თანამედროვე რესტორანი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე განსხვავებული სტილის სივრცეს. პირველი სართული ეთმობა პაბს და ლუდსახარშს, მეორე სართულზე კი თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მყუდრო სადღესასწაულო გარემოთი, კლასიკური ელფერით. რაც შეეხება მესამე სართულს, იქ წარმოდგენილია ღია ტერასა მტკვრის ხედით.
აქვე განთავსებულია მცირე წარმოების კრაფტ-ლუდის ლუდსახარში, სადაც მზადდება ადგილობრივი წარმოების ლუდის 5 სახეობა: „აპა“, „კარგო“, „ვიტი“, „პილსნერი“. თითოეული მათგანი იხარშება პრემიუმკლასის გერმანულ ალაოზე.
აღსანიშნავია, რომ რესტორანი სრულად არის აღჭურვილი შშმ-პირებისთვის.
თავდაპირველად, ეს იყო პატარა ორგანიზაცია, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მაქსიმალური ძალა მოიკრიბა და დიდი სისწრაფით იზრდება ორგანულად, ქსელის გაფართოების ხარჯზე. დღესდღეობით, რესტორნის გუნდი დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მუშაობენ კომპანიის განვითარებაზე. ორიენტირებულია მხოლოდ ქართულ, სოფლისა და აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტზე, საუკეთესო მომსახურებასა და ნოვატორული იდებიის დაგეგმვა-განხორციელებაზე.
მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა, პროფესიონალთა გუნდი, ლუდისა და უგემრიელესი ქართული კერძების ადგილზე მიტანის ნოვატორული მომსახურება – რესტორანი „ჩემო კარგოს ქარხანა“ სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ.
გემსახურებით სიყვარულით!
კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: +995 571 10 30 10
ჩემო კარგო - ნაძალადევი,
ცოტნე დადიანის 108
ჩემო კარგო - გლდანი,
ომარ ხიზანიშვილის 41
ჩემო კარგოს ქარხანა - დიღომი,
აკაკი ბელიაშვილის 25
www.chemokargo.ge