ბოლო დროს, იაპონური და ტაილანდური სამზარეულო საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. რესტორანი „იაკუძა“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართველი მომხმარებელი აზიური სამზარეულოს მრავალფეროვნებას აზიარა და მისი არაჩვეულებრივი კერძები შეაყვარა. OK! „იაკუძას“ ბრენდშეფ ლელა ჯინჭარაძეს ესაუბრა, რომელიც რესტორნის მთავარი უპირატესობებისა და პრივილეგიების შესახებ გვიამბობს.
გვესაუბრეთ რესტორნის შესახებ. რას სთავაზობს მომხმარებლებს „იაკუძა“?
„იაკუძა“ მომხმარებელს იაპონური და ტაილანდური კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ჩვენი რესტორანი უკვე მრავალი წელია ბაზარზეა და ამ სფეროში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისში არ გახლდათ ამ დონეზე განვითარებული მიტანის სერვისი და განსაკუთრებით უცხო სუშის გამოძახება იყო – ჩვენ პირველი ვიყავით, რომლებმაც ეს სიახლე შემოვიტანეთ და შევაყვარეთ საზოგადოებას. მოთხოვნიდან გამომდინარე, იაპონურ კერძებს მალე ტაილანდურიც შევმატეთ. ჩამოვიყვანეთ უცხოელი მზარეულები და კარგად შევისწავლეთ ტაილანდური სამზარეულოც. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია, რომლის შენარჩუნებაც უმნიშვნელოვანესია.
რა უპირატესობით სარგებლობს „იაკუძა“ თბილისში არსებულ სხვა იაპონურ რესტორნებთან შედარებით?
უპირველესად, აუცილებლად გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ხარისხზე − „იაკუძა“ კერძების მოსამზადებლად მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იყენებს. გვყავს საქართველოში საუკეთესო მომწოდებლები. ჩვენთვის პრიორიტეტი ხარისხის შენარჩუნებაა. „იაკუძას“ კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობებია − მთელი თბილისის მასშტაბით, თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრში ვართ. ყველა უბანს მოვიცავთ, რაც ჩვენთან სტუმრობას კიდევ უფრო ამარტივებს.
როგორ ფიქრობთ, რითი გამოირჩევა იაპონური სამზარეულო? რა არის მასში განსაკუთრებული?
იაპონურ სამზარეულოს ხელოვნებადაც აღიქვამენ, ჩვენი მზარეულები კი ნამდვილი ხელოვანები არიან. სუში-როლების მომზადება ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა მზარეულისთვის. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით კი, ამ საქმეს უმაღლესი სტანდარტით ვაკეთებთ. ამასთან, იაპონური სამზარეულო გამოირჩევა ჯანსაღი კერძებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის.
გაქვთ თუ არა მიტანის სერვისი?
მიტანის სერვისი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრივილეგიაა. გარდა იმისა, რომ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან, გვყავს საკუთარი კურიერები და ჩვენი ვებგვერდის: WWW.YAKUDZA.GE საშუალებით შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი პროდუქცია, ან პირდაპირ დარეკოთ ნომერზე: 592 60 70 70.
სამომავლო გეგმები...
დღესდღეობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იაპონური და ტაილანდური სამზარეულოს ყველაზე დიდი ქსელი ვართ თბილისში. გვაქვს სუში-ბარი კეკელიძის #14 ში, ასევე ფილიალები „გლდანი მოლში“, „გალერია თბილისში“, „ისთ ფოინთში“, საბურთალოს „სითი მოლში“ (ვაჟა-ფშაველას 70).
სამომავლო გეგმები კი დიდია. გვინდა კიდევ გავაფართოვოთ ქსელი და ქართველ მომხმარებელს ბევრი სიახლე შევთავაზოთ. მომავლის დიდ გეგმას კი სიურპრიზად დავტოვებთ.
მის: კეკელიძის #14; „გალერია თბილისი“; „ისთ ფოინთი“; „გლდანი მოლი“; „სითი მოლი“ (ვაჟა-ფშაველას 70)
ტელ: 592 60 70 70
www.yakudza.ge