ყოველთვის, როცა ფიქრობ, ჰოლივუდური ოჯახებისგან აღარაფერი გაგაკვირვებს, ჰორიზნტზე კიდევ ერთი სიახლე ჩნდება, რომელიც სიმცდარეში მაშინვე გარწმუნებს. ამჯერად, იუმორნარევი თემა ანჯელინა ჯოლისა და მის შვილებს ეხებათ, რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს კვების რაციონი "შემზარავი" არსებებით გაემდიდრებინათ.
CheatSheet-ის ცნობილი გამოცემა წერს, რომ ოჯახს ძალიან უყვარს მწერები და ხოჭოები.
"ისინი, განსაკუთრებით კი შაილო, მორიელებს დიდი ხანია მიირთმევენ. შაილოს უყვარს ტარანტულა და ხოჭოები და შეუძლიათ ჭრიჭინების შეკვრა ჩიფებივით მიირთვან. თუმცა მე ვცდილობ მათთვის უკეთესად მომზადება ვისწავლო,"- აღნიშნა ანჯელინამ 2017 წელს.