ახალი წელი წარმოუდგენელია შუშხუნა ღვინოს გარეშე, რომელიც დღესასწაულს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს. 3 სხვადასხვა სასმლის დამატებით, შამპანურს უფრო გემრიელს გახდით და ორიგინალური კოქტეილით საკუთარ თავს და ახლობლებს გაახარებთ.
#1 Kir Royal
შავი მოცხარის ლიქიორი - 20 მლ
შამპანური 120 მლ
ამ ფრანგულ სასმელს დიდი ისტორია აქვს და სათავეს 1945 წელს იღებს. დღეს, საფრანგეთში დიდი სიამოვნებით მოგართმევენ ამ კოქტეილს.
#2 Buck’s Fizz
შამპანური - 75 მლ
ფორთოხლის ფრეში - 75 მლ
ამ ორი სასმლის ნაზავი ძალიან გემრიელ კოქტეილს ქმნის. ის განსაკუთრებით სასიამოვნოა შობა-ახალი წლის პერიოდში.
#3 Death in the Afternoon
აბსენტი - 40 მლ
შამპანური - 120 მლ
"სიკვდილი შუადღეს" ჰემინგუეის საყვარელი სასმელი იყო, სახელიც მისი შემოქმედებიდან ეწოდა. თუ გსურთ უფრო ძლიერი სასმელი მიიღოთ და შედეგი არ გაშინებთ, მეტი აბსენტი დაუმატეთ.