სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში უპრეცედენტო კონცეფციის მქონე მაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული და ევროპული ყველის 120 სახეობა გაერთიანდა. თბილისში, ირაკლი აბაშიძის 33 ნომერში, „სანებოსა“ და „პრეზიდენტის“ ერთობლივი პროექტის წარდგენას დიდი ისტორია ახლავს...
ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 1997 წელს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ დაარსებით ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტების წარმოების გამორჩეული ბრენდი შეიქმნა. წლების განმავლობაში მომხმარებელი „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ მიერ წარმოდგენილი რძისა და რძის პროდუქტების 150 განსხვავებულ პროდუქტს ერთგულად ირჩევს და მათთვის „სანტე“, „სანტისიმო“, „სანტისიმო ამორე“ და „ლოკო მოკო“ თანაბრად ნაცნობი და საყვარელი ბრენდის სახელწოდებებია.
ტრადიციული და მდნარი ყველის ნამდვილი გურმანებისთვის შექმნილი კიდევ ერთი განსაკუთრებული ბრენდის − „სანებოს“ დაარსება კი ყველის ახალი მაღაზიის გახსნას საფუძვლად დაედო. სწორედ „სანებოსა“ და President-ის კოლაბორაციით, ევროპული და ქართული ყველის 120 სახეობა ერთ სივრცეში გაერთიანდა. მას შემდეგ, რაც 2016 წელს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ მსოფლიო რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერ Lactalis-ის ჯგუფის წევრი გახდა, ფაქტი მორიგ აღიარებად იქცა. „ლაქტალისი“ მსოფლიო მასშტაბით 200-ზე მეტ საწარმოს ფლობს და ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა: Galbani, Parmalat და President.
უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტის გარდა, მაღაზიის საქმიანობის უპირატესობა კიდევ ბევრია: აქ მსოფლიოს ნომერ პირველი მწარმოებლები ევროპულ ყველს აგზავნიან. „სანებოს“ საფირმო ყველის სახეობები კი მაღაზიის ექსკლუზივია. სულგუნი, რომელსაც „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“ ამზადებს, ქალაქში უმაღლესი ხარისხითა და სტაბილურად გემრიელი არომატით გამოირჩევა. ქართული ყველის უგემრიელესი „ალპური“ რეცეპტი, რომელიც კომპანიამ შეიმუშავა, მსოფლიოში ანალოგის გარეშეა და მაღაზიის ვიტრინაში მასაც გამორჩეული ადგილი უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ქართული და ევროპული ყველის სხვა უამრავი სახეობა, ხაჭოსა და არაჟნის მსგავსად, რეალიზაციის მოსახერხებელი ფორმით − წონითაც იყიდება.
გამომცხვარი ბრის, გამომცხვარი კამემბერისა და ფონდიუს, ასევე ყველა სხვა გამორჩეული გემოს დეგუსტაცია მაღაზიაში შესაძლებელია. ყოველ შაბათ-კვირას, ფავორიტი გემოს ქომაგებისთვის მასტერკლასები გაიმართება. ყველის ნამდვილ მოყვარულთათვის არაერთ ღონისძიებასაც უკეთდება ორგანიზება და „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“ საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, ახალი წამოწყებით, ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს. ყველის ახალი მაღაზიის სახით, ინდუსტრიის ლიდერის რანგში, კომპანია კიდევ ერთხელ ამბობს ნოვატორულ სიტყვას.