იტალია ცნობილია უკვდავი არქიტექტურითა და ლეგენდარული მოდის სახლებით. ამას გარდა, ეს ქვეყანა საკვების მოყვარულთათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. იქ ჩასვლისას ყველა მიილტვის დააგემოვნოს პიცა, მაგრამ სხვა უფრო მნიშვნელოვანი კერძებიც არსებობს, რომლებიც იტალიისთვის ავთენტური და საოცრად გემრიელია. მოკლედ, რა მივირთვათ იტალიაში?
#1 Tortellini en brodo
ეს არის ტრადიციული საკვები ზამთრის სეზონისთვის. უგემრიელესი მაკარონის წვნიანი გაგათბობთ და დაგანაყრებთ.
#2 ტრიუფელი
პროდუქტი იშვიათი და გემრიელია, თუმცა ბუნებამ ის იტალიას ნამდვილად დააფერთხა. აქ მიირთმევთ თეთრ და შავ ტრიუფელს.
#3 Focaccia
ეს სპეციალური იტალიური პურია, რომელსაც იქ ყველა კაფეში შეხვდებით. მას სხვდასხვა ტოპინგებს უხამებენ: ზეთისხილს, ყველს, სუნელებს...
#4 ჟელატო
იტალიური ნაყინი მთელ მსოფლიოში იყიდება, მაგრამ ჩათვალეთ არ გაგისინჯავთ, თუ მას მშობლიურ ქვეყანაში არ მიირთმევთ.
#5 ყავა
აქ ყავის მრავალფეროვანი სახეობებია წარმოდგენილი, ზოგის შესახებ ალბათ არც გსმენიათ. მიხვდებით, რომ იტალიაში მოგზაურობისას კლასიკურ ყავებს: კაპუჩინოს, მაკიატოსა თუ ლატეს სრულიად სხვა გემო და მნიშვნელობა აქვთ.
#6 ყველი
სიას ვერ დავასრულებთ ყველის ხსენების გარეშე. ყველსაც უამრავი სახეობისას აღმოაჩენთ, სხვადასხვა არომატებითა და გემოთი.