თუ ერთფეროვნება მოგბეზრდათ და რაციონის გახალისება გსურთ, 3 ლეგენდარული მსახიობის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
საუზმე მერილინ მონროსგან
დილის რიტუალი გვეხმარება გამოვფხიზლდეთ და ახალი დღისთვის განვეწყოთ. მსგავსი ტრადიცია მერილინ მონროსთვის საუზმე იყო. შოტლანდიური სასმელი, რომელსაც ის დილით აგემოვნებდა, გემოთი პლომბირს მოგაგონებთ.
რძის კოქტეილი სასარგებლოცაა. ის 10-ჯერ მეტ ცილას შეიცავს ვიდრე სტადნარტული სიმინდის ფანტელების პორცია.
ინგრედიენტები:
(2 პორცია)
ქათმის კვერცხი 4 ც.
თბილი რძე 300 მლ
შაქარი 2 ჩ.კ.
მომზადება:
კარგად გარეცხეთ კვერცხი თბილ წყალში. გამოაცალკევეთ ცილა და გული.
აურიეთ კვერცხის გული და შაქარი. დაუმატეთ რძე. ათქვიფეთ.
ცილა ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ და ფრთხილად დაუმატეთ რძის მასას.
გაანაწილეთ მაღალ ჭიქებში. შეგიძლიათ მორთოთ შოკოლადის ფხვნილით.
სადილი ოდრი ჰეპბერნისგან
მსახიობი იტალიურ სამზარეულოზე გიჟდებოდა და მშვენივრად ამზადებდა სპაგეტის ტომატის სოუსში. ოდრის რეცეპტი სწრაფად მოსამზადებელ კერძს მოიცავს და ყველაზე დაკავებული ქალებისთვისაცაა.
ინგრედიენტები:
(2 პორციაზე)
1/2 ხახვი
1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
წვრილად დაჭრილი პომიდორი 400 გ
1/2 შეკვრა სპაგეტი
ზეითუნის ზეთი
რეჰანი
მომზადება:
გააცხელეთ ტაფა ზეთით საშუალო ცეცხლზე.
შეწვით ხახვი და ნიორი ოქროსფერ შეფერილობამდე.
დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, მარილი და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე. მალე სოუსის ფერი გამუქდება.
მოხარშეთ სპაგეტი.
დაუმატეთ სოუსი და საგულდაგულოდ აურიეთ. მორთეთ რეჯანით.
ვახშამი სოფი ლორენისგან
არაა აუცილებელი ჯანსაღი კვების დროს უარი თქვათ დღის მესამე საკვებზე. ის უბრალოდ მსუბუქი და დაბალკალორიული უნდა იყოს. იტალიელი მსახიობი ამ მიზნით ბადრიჯნის კერძს მიირთმევდა.
ინგრედიენტები:
(2 პორციაზე)
ბადრიჯანი 0.5 კგ
1/2 ხახვი
ტომატი 375 მლ
გახეხილი პარმეზანი 60 გ
მოცარელა 100 გ
დაჭყლეტილი რეჰანი
ზღვის მარილი
ზეითუნის ზეთი 100 მლ
ფქვილი 75 გ
მომზადება:
დაჭერით ბადრიჯანი მრგვალ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და 2 საათით ხვრელებიან ჭურჭელში მოათავსეთ.
გაამშრალეთ ბოსტნეული ხელსახოცით. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეითუნის ზეთში.
შეწვით ხახვი ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე, დაუმატეთ ტომატი და ჩათუშეთ 5 წთ.
გაზქურის ლანგარს წაუსვით ტომატის სოუსი და კერძი ფენებად მოათავსეთ: ბადრიჯანი, ტომატის სოუსი, მოცარელა და პარმეზანი. გაიმეორეთ მიმდევრობა 4-ჯერ.
კერძი მოამზადეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 30 წუთით.
მორთეთ მწვანილით.