მთელ დიღომში ერთადერთმა რესტორანმა შეძლო ფრანგული პრესტიჟული კულინარიული გზამკვლევის Gault & Millau-ს ჯილდო საკუთარ კედელზე ზედიზედ ორჯერ, დამსახურებულად ჩამოეკიდა. „თაშრეში“ ფეხის შებიჯებამდე, ამას ნამდვილად შენიშნავთ. 2018 და 2019 წლებში ქართულ რესტორანს ერგო პატივი უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასებული და აღიარებული ყოფილიყო, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. დაარსებიდან ჯერ მხოლოდ 3 წელია გასული, რაც „თაშრე“ ქართულ სივრცეშიც და საერთაშორისო ბაზარზეც მნიშვნელოვნად დაფასდა. ქართულ ბრენდებს შორის „ნდობისა და რეპუტაციის“ და „ახალი ქართული რესტორნის“ ნომინაციებში გამარჯვების შემდეგ, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ „წლის ლიდერი რესტორნის“ წოდება ასევე ორჯერ მიიღო. Gault & Millau-თი ბრენდირებული ქართული რესტორანი ხიბლავს იმ გურმანებს, რომლებმაც იციან გემრიელი და ჯანსაღი საკვების ღირებულება.
ბებოების მიერ დამზადებული საკვების გემო ახლობელია ქართველებისთვის, რომლებიც ბავშვობის გასახსენებლად „თაშრესკენ“ მიემართებიან. რესტორნის მენიუ ძირითადად მეგრულ სამზარეულოზეა აგებული, რაც „თაშრეს“ ნამდვილად უალტერნატივოს ხდის. ელარჯი, გებჟალია, ნიგვზიანი ხარჩო, კუჭმაჭი, კუპატი და ყველა ის კერძი, რომელიც სამეგრელოს სოფლებში მოხვედრისას ერთხელ მაინც გექნებათ დაგემოვნებული, აქ საოცარი ოსტატობით მზადდება. უცხოელი სტუმრები კი დედაქალაქიდან გასვლის გარეშე შეიგრძნობენ ნამდვილ ტრადიციულ, კუთხური ქართული სუფრის კულტურას.
„თაშრეში“ ნამდვილად ვერ მოიწყენთ. აქ საღამოებს ცნობილი ქართველი მომღერლების, ქართული ნაციონალური და სამეჯლისო ცეკვების შოუპროგრამები აფორმებს. აღსანიშნავია, რომ რესტორანი საქველმოქმედო საღამოებითაც გამოირჩევა. „თაშრე“ რამდენიმე ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და მათი ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები არიან. წელიწადში რამდენჯერმე პატარებისთვის აქ ერთი ლამაზი საღამო იქმნება.
რესტორანში მოსულ მეწყვილესთან ერთად, აუცილებლად მიიღეთ რესტორნის გამოწვევა და სცადეთ ელარჯის გაწელვაში ერთმანეთთან შეჯიბრება! აქ ამ ტრადიციულ კერძს ისე ოსტატურად ამზადებენ, რომ სანაძლეოს ვერცერთი წააგებთ. „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გადაჭიმულ ელარჯზე, ედემური არომატის გებჟალიაზე, ამურის ცეცხლზე მწველ აჯიკაზე, ფხადაგრეხილ თევზსა და ხინკლის გუნდებზე, აქედან გასვლის შემდეგ ძალიან დიდხანს საუბრობენ. თუ „თაშრეს“ ხინკალს ერთხელ მაინც დააგემოვნებთ, მისი გემო მუდამ თან გაგყვებათ, რადგანაც აქ მას უგემრიელესი ხორცით და სპეციალური ტექნოლოგიით ამზადებენ.
4 განსხვავებული სტილის სივრცე განსაკუთრებული სერვისით ხასიათდება. თანამედროვე სტილის პაბი, სარკეებიანი დარბაზი სადღესასწაულო მიზნებისთვის, დახურული ლაუნჯი და ღია ტერასა მთლიანად ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი, რაზეც უცხოელმა დიზაინერებმა საგულდაგულოდ იზრუნეს. ევროპულ, დახვეწილ ინტერიერში ქართულ სპეციფიკურ გემოებს აღმოაჩენთ და რაც მთავარია − მხოლოდ და მხოლოდ ქართულს!
ამასთან ერთად, „თაშრე“ საფირმო დესერტის მენიუს გვთავაზობს. აქ მურაბების ასორტი და ადგილობრივი წარმოების ფელამუში მზადდება. ნაყინებსაც განსხვავებული, სპეციფიკური გემო ახასიათებთ, რაც „თაშრეს“ სამზარეულოს კედლებს მიღმა საფირმო საიდუმლოდ რჩება. ამ ორიგინალური გემოების შეგრძნების საშუალება მხოლოდ აქ მოსულ სტუმრებს აქვთ. მსოფლიოში არსადაა ისეთი ტკბილეული, როგორსაც აქ მოგართმევენ!
„თაშრეს“ მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ აქ ყველაფერი ახალი და ნატურალურია. რესტორნის პერსონალი ყოველდღიურად ახალ პროდუქტებს, ახალ ხორცს და ყველს იღებს. „თაშრე“ − ეს არის ადგილი გურმანებისთვის. მათთვის, ვინც კარგად იცის პირის გემო!
თვითონ სიტყვაც გვარწმუნებს: „თაშრე“− „ასეა ეს!“