ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებულ მსოფლიო ტენდენციას საქართველო სიახლით გამოეხმაურა და „მისტერ და მისის საიდერი“ შექმნა − ნახევრადმშრალი, დაბალალკოჰოლური, შუშხუნა და სასიამოვნო სასმელი, რომლის მთავარი ინგრედიენტი ვაშლის ნატურალური, ფერმენტირებული წვენია.
ქართულმა წარმოებამ განსაკუთრებული ევროპული რეცეპტურის მიხედვით იხელმძღვანელა, რამაც სასმელს დახვეწილი, მსუბუქი მოტკბო-მომჟავო გემო შესძინა. არომატი, რომელსაც აქვს უნიკალური უნარი, ნებისმიერი გემოვნების მქონე გურმანი ხილის სასიამოვნო სიგრილით მოხიბლოს.
უპირატესობას ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ „მისტერ ენდ მისის საიდერი“ იდეალური გემოთშეთანხმებაა სალათებთან, ლანჩთან, მსუბუქ ვახშამთან მისართმევად. საიდერის სპექტრის მრავალფეროვნებაში შედის მისი უნარიც − გამოიყენებოდეს კულინარიაში სოუსების დასამზადებლად, ხორცისა და ბოსტნეულის მოსათუშად, ასევე კოქტეილებისა და გლინტვეინის მოსამზადებლად. სასმელის ამგვარი მრავალმხრივობა მის გემოვნურ თვისებაშია, რომელიც რამდენიმე ჯიშის ვაშლისგან მიიღება. როცა 100%-ით ნატურალურ ნედლეულს განსხვავებული რეცეპტურით იყენებენ, მიმართავენ დუღილის ბუნებრივ პროცესს, რაც ქმნის საშუალებას, სასმელში ალკოჰოლის დაბალი შემცველობა და ხილის არაჩვეულებრივი არომატი შენარჩუნდეს.
დამტკიცებულია, რომ „საიდერის“ სასიამოვნო გემო არა მხოლოდ წყურვილის შეგრძნებას აქრობს და საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ნაბახუსევზე თავი კარგად იგრძნოთ, არამედ ამ ერთი შეხედვით მარტივი შედეგის მიღმა უამრავ სასარგებლო თვისებას საკუთარ თავში აერთიანებს, დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და მათ შორის: სასარგებლო ნივთიერებების წყალობით წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ასტიმულირებს მეტაბოლიზმის პროცესს, ამაღლებს იმუნიტეტს, ასევე ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების მოქმედებას.
„საიდერს“ თამამად შეიძლება ეწოდოს ჯანმრთელობის ელექსირი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ტენდენციების თანახმად, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ ნატურალურ პროდუქტზე.
დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში პროდუქტის მოხმარება ბოლო 15 წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით იზრდება და ლუდის ცნობილი კომპანიები მისი წარმოებით მოთხოვნას ფეხს უწყობენ.
„მისტერ და მისის საიდერის“ ჩვენი ქვეყნის ბაზარზე გამოჩენით კი ქართული რეალობა მსოფლიო გამოძახილს შეუერთდა და აირჩია სასმელი, რომელიც ახალგაზრდული, კრეატიული პროდუქტია, ერგება ნებისმიერ დღესასწაულს და თავადაც ქმნის სასიამოვნო განწყობის ტალღას.
ინგრედიენტები:
• იაგერმაისტერი – 60 გრ
• საიდერი – 150 გრ
• ლაიმის სიროფი – 20 გრ
• კენკრის სიროფი – 20 გრ
• პიტნა და ყინულები