ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, აზიური ტკბილეული ბრიუსელის გამოფენაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა და მას შემდეგ მსოფლიოსთვის ინტერესის ობიექტად იქცა. საკონდიტრო განხრით მოწინავე პოზიციებზე არსებული ტკბილეულის შეთავაზება კომპანია „გურუნამ“ ქართველი მომხმარებლისთვის გადაწყვიტა. ექსკლუზიური უფლებით ბრენდმა მრავალფეროვანი ასორტიმენტი ქართულ ბაზარზე დაამკვიდრა და მას შემდეგ უამრავი ადამიანის არჩევანი სწორედ გემოვნებით შეკრული არომატის თაიგული − „გურუნაა“, რჩეული აზიური ნუგბარი, საყვარელი ადამიანებისთვის ორიგინალური საჩუქარი ხშირად რომ გამხდარა და მომხმარებელთა ერთგულების გათვალისწინებით, აზიურ ტკბილეულს, საკუთარი გამორჩეული შეფუთვით, თაროებზე საპატიო ადგილიც დაუკავებია.
უგემრიელეს ჩირებს და რაჰათ-ლუხუმებს სრულყოფილებას ბრენდის ულამაზესი სასაჩუქრე ყუთებიც სძენს, რომელთა მირთმევა ძვირფასი ადამიანებისთვის ნებისმიერი თარიღის აღსანიშნად სამახსოვროა.
ირანიდან და თურქეთიდან პირდაპირ საქართველოში გამოგზავნილი რჩეული, ხელნაკეთი აზიური ტკბილეული „გურუნა“ ჩვენს ქვეყანაში უკონკურენტოა, რადგან ის პირველი კომპანიაა, რომელიც ინიციატორი გახდა, ქვეყანაში საკონდიტრო მიმართულებით ახალი სიტყვა ეთქვა. წარმოადგინეს 20 სახეობის ჯანსაღი და არა მალფუჭებადი ტკბილეული, მათ შორის ჩირები და რაჰათ-ლუხუმები აზიური ხილით, კარამელითა თუ ვარდის ფურცლებით დამზადებული ნუგბარი და სხვ.
გარდა ამისა, კომპანიის სურვილია, ტკბილეული საქართველოში თურქული ყავის სმის კულტურას მჭიდროდ დაუკავშირდეს და გემოთა სინთეზური ჰარმონია კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს.
„გურუნას“ უახლოეს სამომავლო გეგმებში ბრენდის სახელწოდებით კაფეს გახსნა შედის, სადაც სტუმრები ტკბილეულთან ერთად, რჩეული ყავისა და ჩაის დაგემოვნებას შეძლებენ. ამასთანავე, აღნიშნული სიახლით იქმნება წერტილი, რომელიც ადამიანებს მშვიდ და კომფორტულ გარემოში განტვირთვას სთავაზობს.