იდეალური ქორწილის სამზადისი ლოკაციის მოძებნით იწყება. რა თქმა უნდა, არაფერი სჯობს ისტორიულ შენობას, საიდანაც თბილისის საუკეთესო ხედი იშლება, სადაც სამზარეულო და სერვისი საუკეთესოა. დიახ, ეს „ფუნიკულიორია“.
„ფუნიკულიორის“ კომპლექსის სამსართულიანი შენობა 1938 წელს აშენდა და მას შემდეგ თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
წვეულების აღსანიშნად, „ფუნიკულიორი“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ნოსტალგიური ადგილია თბილისში, რომელსაც განვლილი 80 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული ღონისძიებისთვის უმასპინძლია.
ისტორიული თაღები, დახვეწილი ინტერიერი და გამაოგნებელი ხედი დედაქალაქზე − ყველაფერი ის, რაც იდეალურად შეეფერება ნებისმიერ ჯადოსნურ დღესასწაულს.
კომპლექსის მეორე და მესამე სართულზე განთავსებული ობიექტები (რესტორანი „ფუნიკულიორი“, წვეულებათა დარბაზი, პანოსა და სანადიმო ოთახები) სივრცის შესაბამისად, 50-დან 350-მდე სტუმარს მასპინძლობს და თითოეული მათგანი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით.
ღონისძიების დაგეგმვისას, პერსონალური ღონისძიების მენეჯერი დაგეხმარებათ სწორი განრიგისა და თანმიმდევრობის, შესაბამისი მენიუს, მუსიკალური პროგრამისა და დარბაზის გაფორმების შერჩევაში; პასუხისმგებელი იქნება თქვენი ღონისძიების იდეალურად აღსრულებასა და წარმართვაში. თან – ყველანაირი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე.
უგემრიელესი კერძები – განუმეორებელი გემოთი და ვიზუალით – სპეციალურადაა შექმნილი დაუვიწყარი დღის აღსანიშნავად, მისი ავტორი „ფუნიკულიორის“ ბრენდშეფი გიორგი სარაჯიშვილია.
„ფუნიკულიორზე“ გამართული წვეულება ნამდვილად დაუვიწყარს გახდის თქვენს დღეს.