ინგრედიენტები:
საზამთრო - 0.5 კგ
ჭყინტი ყველი - 150 გრ
რუკოლა - 100 გრ
ბალზამირებული ძმარი - 10 გრ
მზესუმზირის ზეთი - 20გრ
მომზადების წესი:
აარჩიეთ ნახევარი კილო ტკბილი წითელი საზამთრო, დაჭერით ორი სრული წრე, მოაშორეთ კანი, მიეცით სამკუთხედების ფორმა, გაასუფთავეთ თესლებისგან, მაგრამ არ დააზიანოთ მისი სტრუქტურა. შემდეგ, აიღეთ ყველი და ისიც სამკუთხედებად დაჭერით. საზამთროს ნაჭერს დაადეთ ყველის ნაჭერი და ასე 4-ჯერ. დააყარეთ რუკოლა, დაასხით ბალზამირებული ძმარი და მოასხით მზესუმზირის ზეთი.