Victoria's Secret-ს სულ ცოტა ხნის წინ, ულამაზესი მოდელი ბარბარა პალვინი შეემატა, რომელმაც "ანგელოზის" სტატუსით ბრენდისთვის პირველად სულ რაღაც ერთი თვის წინ იპოზიორა. თუმცა გარდა Victoria's Secret-ისა მოდელი სხვა ბრენდებისთვის განკუთვნილ სარეკლამო კამპანიებშიც იღებს მონაწილეობას, ამჯერად კი მისი ფოტოსესია იტალიური ბრენდის Calzedonia-ს 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის საცურაო კოსტიუმების კოლექციისთვის იყო განკუთვნილი.
25 წლის უნგრელი მოდელი ბარბარა პალვინი Calzedonia-ს სახე გახდა, რომლის სარეკლამო გადაღებებისთვის ის ბაჰამების კუნძულზე გაემგზავრა.
ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი ბენ უოტსი იყო, მოდელის ბუნებრივ მაკიაჟზე კრისტინა შარბონიემ და სტილისტმა ფრანკო გობიმ იზრუნეს.
ბრენდის ახალ კოლექციაში ყველა ტიპის სხეულისთვის განკუთვნილი საცურაო კოსტიუმი მოიძებნება. ახალი კოლექცია ფოსფორისფერ, კლასიკურ, ფერად, სპორტულ და ცხოველური პრინტის საცურაო კოსტიუმებს მოიცავს.
გარდა ფოტოსესიისა ბარბარამ სარეკლამო ვიდეორგოლშიც მიიღო მონაწილეობა.
აღსანისშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც მოდელი ბრენდისთვის პოზირებს. ის 2011 წელს Calzedonia-ს კოლექციისთვის განკუთვნილი სარეკლამო რგოლის გადაღებებშიც იყო ჩართული.