ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ Victoria's Secret-ის ანგელოზების რიცხვს უნგრელი მოდელი ბარბარა პალვინიც შეუერთდა. 25 წლის მოდელი ჩვენებაზე პირველად 2012 წელს ვიხილეთ და მას შემდეგ ბრენდის უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა.
მათ შორის იყო უამრავი ფოტოსესია, რომლებშიც მას Victoria-ს სხვა ანგელოზები უმშვენებდნენ მხარს.
ახლა კი, მისი წარმატების აღსანიშნავად, ბარბარამ სოლოფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და საცურაო კოსტუმების ახალი კოლექცია წარმოადგინა.
კოლექციაში ძირითადად ნათელი ფერები და ცხოველის პრინტი ჭარბობს.
მოდელის უახლესი კადრები უკვე აიტაცეს უცხოურმა ტაბლოიდებმაც.