ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მოდელი, თვალისმომჭრელი ირინა შეიკი Versace-ს ახალ სარეკლამო რგოლში მონაწილეობს, რომელიც ბრენდის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონების კოლექციისთვისაა განკუთვნილი. 15 წამიან ვიდეოკლიპში მოდელი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება.
სარეკლამო რგოლში 33 წლის მოდელი შავ კაბაშია გამოწყობილი, რომელსაც ბრენდის მრავალფეროვანი აქსესუარები ამშვენებს. ულამაზესი ირინას კადრს კი, ფონად ცნობილი ბალეტის "გედების ტბის" მუსიკა ადევს. ბრენდის ოფიციალურ გვერდზე ვიდეორგოლთან ერთად, გადაღებების მიღმა აღბეჭდილი ფოტოები გამოქვეყნდა.
Versace-ს გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციისთვის უკვე რამდენიმე სარეკლამო რგოლი გადაიღეს, რომლებშიც სხვადასხვა მოდელები მონაწილეობენ. მათ შორის ერთ-ერთია ბელა ჰადიდიც იყო, რომლის ვიდეორგოლებიც დაახლოებით ერთი თვის წინ ვიხილეთ.