22 წლის ბელა ჰადიდი Versace-ს ახალ სარეკლამო კამპანიაში იღებს მონაწილეობას, რომელიც 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვისაა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მოდელი ბრენდისთვის პოზირებს, რადგან უკვე დიდი ხანია რაც ბელა Versace-სთან თანამშრომლობს.
სარეკლამო რგოლის კადრებში ამერიკელი სუპერმოდელი ახალ კოლექციის ყვავილების პრინტიან სამოსში, ძაღლთან ერთად პოზირებს. როგორც ჩანს, ბელა და მისი "კოლეგა" გადაღების პროცესში ძალიან დამეგობრდნენ, ამის ამსახველი კადრები კი ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.