გამჭვირვალე ჩანთები, ფეხსაცმელები და აქსესუარები ამ წელს მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მთავარ ტრენდად ითვლება. თუმცაღა დიზაინერებმა გადაწყვიტეს არ შეჩერებულიყვნენ მხოლოდ ზემოთხსენებულ ნივთებზე და გამჭვირვალე სამოსის გამოშვებაც დაიწყეს. ამ ტიპის სამოსი კი ყველასთვის ცნობილმა ახალგაზრდა ბიზნესმენმა და მოდელმა კაილი ჯენერმაც მოიხდინა, რომელიც შერჩეულ სამოსში საკმაოდ სექსუალურად და ამავდროულად დახვეწილად გამოიყურება.
21 წლის ვარსკვლავმა გულშემატკივრებს ორი ახალი კადრი გაუზიარა, რომელშიც ის გამჭვირვალე კაბაშია გამოწყობილი. პროვოკაციული ჩაცმულობა კაილიმ Versace-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და Kim Kardashian x Carolina Lemke-ს სათვალით შეავსო.
კარდაშიანების ოჯახიდან = გამჭვირვალე ნივთებს მხოლოდ კაილი არ ხმარობს, მისი უფროსი და ქენდალი სულ რამდენიმე დღის წინ Coachella-ს ფესტივალზე სწორედ ამ ტიპის ჩანთით გამოჩნდა, რომელსაც თეთრი სამოსი და ქართული ბრენდის Zarquacollection-ის ფეხსაცმელი შეუხამა.
გარდა ჯენერებისა 2018/19 წლის მოდას ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სუპერმოდელი ირინა შეიკიც მისდევს, რომელიც ზემოთხსენებული სტილის ჩანთით პაპარაცების ობიექტივში უკვე რამდენჯერმე მოხვდა.