ბოლო კვირების მანძილზე ირინა შეიკი თავის სამშობლოში იმყოფებოდა, სულ ეხლახანს კი ამერიკაში დაბრუნდა. სანამ მოდელი Marc Jacobs-ის ჩვენებებს ესწრებოდა, სოციალური ქსელები აჭრელდა მისი მეუღლისა და ლეიდი გაგას ურთიერთობაზე აგორებული ჭორებით, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ახალდაბრუნებული ვარსკვლავი კი საზოგადოებაში საკმაოდ არაორდინალური ჩაცმულობით გამოჩნდა, მას მიკი მაუსის სამოსი ეცვა, რომელსაც Versace-ს გამჭვირვალე ჩანთა შეუხამა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც 33 წლის სუპერმოდელს მსგავსი ჩაცმულობით ვხედავთ. აღსანიშნავია, რომ ირინა ყოველდღიურ ცხოვრებაში გლამურულ ტანსაცმელზე უარს ამბობს და თავისუფალი სტილის ჩაცმულობას ანიჭებს უპირატესობას, რომელსაც მშვენივრად ირგებს.
რაც შეეხება ირინასა და ბრედლი კუპერის ურთიერთობას, ამერიკაში დაბრუნებისთანავე ირინამ მეუღლეს მხარი დაუჭირა Directors Guild of America Awards-ის ცერემონიაზე სადაც ის ნომინირებული იყო თუმცა ვერ გაიმარჯვა. მეუღლისადმი დაჯილდოებაზე გვერდში დგომა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ ურთიერთობას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება და SAG Awards-ზე ირინა უბრალოდ იმიტომ არ იყო, რომ პირადი საქმეების გამო მოსკოვში იმყოფებოდა.
ბრედლი და ირინა DGA-ის დაჯილდოებაზე