33 წლის ცნობილი მოდელი - ირინა შეიკი, აგრძელებს საკუთარ სხეულზე ზრუნვას და რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა პაპარაცების ობიექტივში, როცა ლოს-ანჯელესში სპორტდარბაზიდან შინისკენ მიემართებოდა.
რა თქმა უნდა, ირინასთვის ეს ის შემთხვევაა ხოლმე, როცა დახვეწილ სამოსს ღალატობს და არჩევანს სპორტულ დიზაინზე აჩერებს. მოდელმა თეთრ ფეხსაცმელს ამავე ფერის Nike-ის ზედა შეუხამა.
მიუხედავად იმისა, რომ ირინას ფოტოებმა სოციალურ ქსელებში მილიონობით ადამიანის მოწონება დაიმსახურა, აღმოჩნდნენ ისეთებიც რომლებიც მისმა ჩაცმულობამ გააღიზიანა.
DailyMail-ის ცნობილი გვერდის მეშვეობით უკმაყოფილება საიტის უამრავმა მომხმარებელმა გამოთქვა, მათი უმეტესობა ირინას ტანზე ზედმეტად მომდგარმა სპორტულმა შარვალმა გააღიზიანა.