ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მსახიობი პენელოპა კრუზი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას ყოველთვის ახერხებს. სულ ცოტა ხნის წინ მან ესპანური Vogue-ის ყდა დაამშვენა, იქამდე რამდენიმე დღით ადრე კი ახალი ფილმის პრემიერა შედგა, რომელშიც პენელოპა მთავარ როლს ასრულებს, ამ მნიშვნელოვან მოვლენებამდე კი პენელოპა საყვარელი დიზაინერისადმი მიძღვნილ გამოსამშვიდობებელ ჩვენებაზე მოდელის ამპლუაში გამოვიდა. მოკლედ რომ ვთქვათ, პენელოპა კრუზი ყველა როლს იდეალურად ირგებს. ამჯერად მან იტალიური ბრენდის Carpisa-ს სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
44 წლის მსახიობმა ჩანთების იტალიური ბრენდის ახალი კოლექციის რეკლამისთვის იპოზიორა, რომლის კადრებშიც როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოვიდა.
Carpisa-სთვის განკუთვნილი სარეკლამო ფოტოები ესპანელმა ფოტოგრაფმა ხავი გარდომ შეასრულა, კადრებში პენელოპა თეთრის კედლის ფონზე ბრენდის ახალი კოლექციის აქსესუარებით პოზირებს.
მსახიობს მსუბუქი მაკიაჟი და ოდნავ დახვეული თმა მის დახვეწილ გარეგნობას კიდევ უფრო ალამაზებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც პენელოპა Carpisa-სთვის პოზირებს, ის უკვე რამდენიმე წელია ბრენდთან თანამშრომლობს და არაერთ სარეკლამო რგოლშია გადაღებული.