ცნობილი ესპანელი მსახიობი, პედრო ალმოდოვარის მუზა, ყველასათვის საყვარელი პენელოპა კრუზი ესპანური Vogue-ის აპრილის ნომრის ყდას დაამშვენებს, რომლის ორი ვერსიაც გამოცემამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
44 წლის ვარსკვლავი Chanel-ის 1983/1984 წლის ზამთრის კოლექციის წითელ ტვიდის მოსაცმელში პოზირებს. პენელოპას ამ ფორმაში გადაღების იდეა, მისი და ცნობილი დიზაინერის, კარლ ლაგერფილდის საკმაოდ ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე დაიბადა.
მეორე ფოტოსთვის მსახიობმა Versace-ს საკმაოდ ვნებიანი შავი კაბა მოირგო. ეს ეშხიანი კადრი კი იტალიელმა და შვეიცარელმა ფოტოგრაფებმა ლუიჯი მურენუმ და იანგო ჰენზიმ დააფიქსირეს.
Посмотреть полностью: http://www.spletnik.ru/look/editorial/88636-penelopa-krus-snyalas-dlya-novogo-nomera-ispanskogo-vogue.html
\
"წინა წელს "American Crime Story" გადაღებების დროს, რომელიც ჯანი ვერსაჩეს მკვლელობაზეა, დონატელა ვერსაჩე ძალიან დამეხმარა. ამის შემდეგ მე მასთან კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს და ვფიქრობ, რომ Versace-ს კაბით Vogue-ის ყდაზე გამოჩენა იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოდის სახლის პატივსაცემად."-განაცხადა მსახიობმა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პენელოპა Vogue-ის გარეკანისთვის პოზირებს.