Chanel-ის მოდის სახლმა, რომელსაც კარლ ლაგერფილდმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი 36 წელი დაუთმო მის საპატივცემულოდ გრანდიოზული გამოსამშვიდობებელი ჩვენება მოაწყო.
Chanel–ის ჩვენება პარიზის დიდ სასახლეში გაიმართა, რომელიც ხელოვნური თოვლითა და ქოხებით გააფორმეს.
შოუს დაწყებამდე გენიალური დიზაინერის გარდაცვალებას 1 წუთიანი დუმილი მიაგეს რის შემდეგაც ჩვენება კარლ ლაგერფილდის მუზამ და მეგობარმა კარა დელევინმა გახსნა.
კარა დელევინი
ჩვენებას დიზაინერის მუზები და საყვარელი ქალბატონები, ისევე როგორც მოდელების, ასევე მაყურებლების ამპლუაშიც დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ კრისტენ სტიუარტი, ნაომი კემპბელი, პენელოპა კრუზი და სხვები.
კრისტენ სტიუარტი
პენელოპა კრუზი
კაია გერბერი
ნაომი კემპბელი და კლაუდია შიფერი
მონიკა ბელუჩი
ჩვენება განსაკუთრებულად ემოციური იყო მოდელებისთვის, რომლებიც ცერემონიის ბოლოს პოდიუმზე აცრემლებული თვალებით გამოვიდნენ.