მსოფლიო დონის მოდის ჟურნალი Vogue საბერძნეთში 7 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და მისი პირველი ნორმის ყდას ულამაზესი ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი ამშვენებს. ბერძნულ Vogue-ს რედაქტორი ამიერიდან 29 წლის თალია კარაფილიდუ იქნება. ბელა ჰადიდი Vogue-ისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაში პირველად ნამვილად არ პოზირებს და მისი ამ დრომდე შესრულებული გადაღებები ყოველთვის არაჩვეულებრივი იყო, თუმცაღა ამ გამოცემის ფოტოები ყველასაგან გამორჩეული და განსხვავებულია.
ბერძნული Vogue-ის დაბრუნებას ჟურნალის მთავარი რედაქტორი ანა ვინტურიც გამოეხმაურა: " კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, რაც წლების განმავლობაში არყოფნის შემდეგ ასე გვახარებს. საბერძნეთი გარკვეულ პრობლემებს შეერკინა და დრამატული მომენტები გამოიარა. წარმომიდგენია რა რთული იყო ეს ყოველივე. მაგრამ გაუმჯობესების ნიშნები ამერიკიდანაც კი ჩანს."
აპრილის ნომრისთვის განკუთვნილი ფოტოები საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება. გადაღებებისას გამოყენებული დეკორაციები ბერძნულ კულტურასა და ისტორიას უკავშირდება, რაც ჟურნალის ყდას გამორჩეულსა და უცხო იერს აძლევს.
ბელა ჰადიდმა ფოტოსესიითვის Givenchy-ს, Jil Sander-ის, Valentino-სა და სხვა ცნობილი მოდის სახლების სამოსი მოიხდინა.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ 22 წლის მოდელმა ამერიკული Vogue-ის ყდისთვისაც იპოზიორა, რომლის ფოტოებიც რა თქმა უნდა რადიკალურად განსხვავდება ბერძნული გამოცემისთვის გადაღებული სურათებისგან.