26 წლის მოდელი ვინი ჰარლოუ უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს. ახლა ის მონაწილეობას მილანის მოდის კვირეულში იღებს, სადაც მან Moschino-ს 2021/2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა და გლამურული იმიჯი მოირგო.
მოდელმა პოპულარული მსახიობის და გამოჩენილი ფიგურის, ოდრი ჰეპბერნის მსგავსი იმიჯი მოიხდინა ფილმიდან Breakfast At Tiffany’s. მას შავი კაბა და ვარდისფერი მოსაცმელი ეცვა, რომელსაც მარგალიტებით გაფორმებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩანთა ყელსაბამთან ერთად შეუხამა.