ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი - მიშელ ობამა აგრძელებს საკუთარი ბესტსელერი წიგნის "Becoming-ისადმი" მიძღვნილ ტურნეს და ამჯერად მინესოტას შტატში გამოჩნდა, სადაც მის შესახვედრად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
შეხვედრა საკმაოდ თბილი აღმოჩნდა და 55 წლის ქალბატონმა გულშემატკივრისგან უამრავი კომპლიმენტიც მიიღი, თუმცა თავადაც გაანებივრა ისინი გულისხმიერი საუბრებით.
გარდა ამ შეხვედრის მნიშვნელობისა, საზოგადოების ყურადღება ობამას ჩაცმულობამაც მიიქცია, როგორც აღმოჩნდა, მან ამჯერადაც ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის - დავით კომახიძის ბრენდზე შეაჩერა არჩევანი და თვალისმომჭრელადაც გამოიყურებოდა.
მიშელმა დღის სახალისო კადრები მოგვიანებით ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა და ფანებს, რომლებსაც მასთან შეხვედრის საშუალება არ მიეცათ სწორედ ამგვარად გაუზიარა ის სასიამოვნო მუხტი, რომლითაც დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ მონუსხა. მისმა ჩაცმულობამ კი იმთავითვე მიიქცია მსოფლიოს ყურადღება.
თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიშელმა კომახიძის დიზაინით შექმნილი სამოსი მოირგო, 2018 წლის ის იმავე ტურნეს ფარგლებში სწორედ Koma-ს კლასიკურ პიჯაკში გამოწყობილი ვიხილეთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომახიძე ერთადერთი ქართველი დიზაინერი არ არის, რომელმაც ობამას მოწონება დაიმსახურა. 2018 წლის დეკემბერში ის იმავე წიგნის მორიგ პრეზენტაციაზე Balenciaga-ს ბრენდის ყვითელი კაბითა და ასევე დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი მაღალყელიანი ფეხსაცმლით გამოჩნდა.