ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი - მიშელ ობამა გუშინ, საკუთარი წიგნის Becoming-ის მორიგ პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ღონისძიება ბრუკლინში გაიმართა და 54 წლის ქალბატონმა მისთვის Balenciaga-ს ყვითელი მომხიბლავი კაბა შეარჩია.
განსაკუთრებული ყურადღება მისმა ბრჭყვიალა, მაღალყელიანმა ფეხსაცმელმა მიიპყრო, რომელიც ასევე Balenciaga-ს ბრენდის გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ეს ფეხსაცმელი ბრენდის ოფიციალურ საიტზე 4000 დოლარად არის შეფასებული.
ობამასთან ერთად საღამოზე გამოჩნდა Sex and the City-ს ვარსკვლავი - სარა ჯესიკა პარკერიც.
მიშელმა, ცოტა ხნის წინ, თანამედროვე მოდის ინდუსტრიაზეც ისაუბრა, რამაც გარკვეულწილად ახსნა მისი არჩევანი საღამოს სამოსის შერჩევისას.
„მე ადრე არ ვიცოდი, რომ ჩემი სამოსი გარკვეულ სათქმელს ამბობდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ახალგაზრდა დიზაინერებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ვერ მოხვდნენ მსგავსი ყურადღების ცენტრში“ - აღნიშნა მან.