ტინა კუნაკი წლევანდელი პარიზის მოდის კვირეულის აქტიური სტუმარია. მიუხედავად მოზრდილი მუცლისა, 21 წლის გოგონა უკვე ვიხილეთ სხვადასხვა ჩვენებაზე, 4 მარტს კი, მოდელი Stella McCartney-ის უახლესი კოლექციის ჩვენებაზეც გამოჩნდა.
რა თქმა უნდა, საყვარელი ბრენდის პატივსაცემად, ტინამ სტელას სამოსიც მოირგო, რომელიც 2019 წლის საშემოდგომო კოლექციიდან გახლდათ.
ლუქი, რომელიც ნეიტრალურ ფერებში იყო გადაწყვეტილი მოდელმა არაჩვეულებრივად მოიხდინა მოზრდილ მუცელზე.
მკვეთრი ფერის ფეხსაცმელმა კი, მთლიან ჩაცმულობას კიდევ უფრო მოდური იერი შესძინა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ტინა Tommy Hilfiger-ის ჩვენებაზეც გამოჩნდა.
იქამდე კი, ძმასთან - ზაკარი კუნაკისთან ერთად, Jacquemus-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე ბრწყინავდა თვალისმომჭრელი ეშხით.