პარიზში ამჟამად მორიგი მოდის კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 25 თებერვალს ცნობილი ბრენდის Jacquemus-ის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. რა თქმა უნდა, საზოგადოებას ყურადღების გარეშე არ დარჩენია 21 წლის ფრანგი მოდელი - ტინა კუნაკი.
მოდელი წინა რიგში უმცროს ძმასთან - ზაკარი კუნაკისთან ერთად ბრწყინავდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორსული მოდელი მოზრდილი მუცლით მსგავს ღონისძიებაზე ჩნდება და რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებშიც მისი უამრავი ფოტო გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ ტინას ძმა - ზაკარი ასევე მოდელი გახლავთ და დის გვერდით ისინი კამერების წინაშე ერთად ხშირად პოზირებენ.
ინტერნეტსივცრეში ხშირად წერენ, რომ და-ძმას შორის უჩვეულო ვიზუალური მსგავსებაა, რაც მათმა გუშინდელმა გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.