ტინა კუნაკი ბოლო დღეებში უკვე მეორედ გამოჩნდა პარიზის მოდის კვირეულზე. 21 წლის ფრანგი გოგონა, რომელიც სულ მალე პირველი შვილის დედა გახდება, მოზრდილი მუცლით ამჯერად Tommy Hilfiger-ის უახლესი კოლექციის ჩვენებას დაესწრო.
ტინამ ამჯერადაც ღია ფერის სამოსზე შეაჩერა არჩევანი და შესანიშნავადაც გამოიყურებოდა.
რაც შეეხება მაკიაჟს, მოდელმა ამჯერადაც საყვარელ ვიზაჟისტს - ჰაროლდ ჯეიმსს მიმართა.
მოგვიანებით კი, მზადების პროცესის ამსახველი კადრებითაც გაგვანებივრა.
"დედოფალი" სწორედ ასეთი აღწერით გაავცრელეს მისი უსაყვარლესი კადრები სოციალურ ქსელებშიც.
შეგახსენებთ, რომ მოდელი რამდენიმე დღის წინ Jacquemus-ის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის ჩვენებას ძმასთან - ზაკარი კუნაკისთან ერთად დაესწრო.