ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე, რომელმაც სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. მას არაერთი მაღალი დონის ბრენდის ჩვენებასა და გადაღებაში მიუღია მონაწილეობა. მათ შორისაა ფრანგული ტანსაცმლისა და პარფიუმერიის ბრენდი Mugler-ი, რომლის ჩვენებაზეც მოდელი უკვე მეორედ გამოვიდა.
გუშინ მოდელი ბრენდის 2019 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა, იანვარში კი ამავე წლისა და ბრენდის გაზაფხულის კოლექციის ჩვენების მონაწილე იყო. Mugler-ი კიმ კარდაშიანის, Cardi B-ისა და კიდევ არაერთი ვარსკვლავის საყვარელი ბრენდია.
მარიშა ურუშაძის კარიერა სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént-ში დაიწყო, რის შემდეგაც მან ისეთ ცნობილ ბრენდებთან დაამყარა საქმიანი კავშირი, როგორებიცაა Chloé, Desigual და & Other Stories.
2017 წელს მოდელი პოდიუმზე GUCCI-ს ექსკლუზიური მოდელის სტატუსით გამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულ მოდის კვირეულზე მას სხვა ბრენდების ჩვენებებში მონაწილეობის მიღების უფლება შეეზღუდა.
2018 წელს კი GUCCI-ს მორიგი ულამაზესი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
ამავე წლის თებერვალში კი მარიშა, ისევ GUCCI-ს ამჯერად უკვე საშემოდგომო კოლექციის ჩვენებაზე წარსდგა.