მილანის მოდის კვირეულზე გუშინ ღამით, "გუჩის" 2018 წლის საშემოდგომო კოლექციის ჩვენება შედგა, რომელიც ორიგინალურობითა და ექსცენტრიკულობით ყველას დიდხანს დაამახსოვრდება. ალესანდრო მიკელეს მიერ მოწყობილი პოდიუმი საავადმყოფოს მოგაგონებდათ.
ჩვენების გახსნა ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, მამაკაცი მოდელი თავისი კლონის ფორმის თავი ქალით მოძრაობდა. მოგვიანებით მოდელებმა სხვა არაორდინალური აქსესუარებითაც მოიწონეს თავი: დრაკონის თუ გველის ფიტულით და მათ შორის მესამე თვალით.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოდელი, მარიშა ურუშაძე ბრენდის ექსკლუზიურ მოდელად წინა სეზონის მოდის კვირეულზე დასახელდა. მარიშა აქტიურად მოღვაწეობს "გუჩის" ჩვენებებსა და სარეკლამო კამპანიებში.
მარიშამ ფოტოები კულისებიდანაც გაგვიზიარა: