Love Magazine ყოველ წელს სექსუალურ ვიდეოებს ავრცელებს, რომლის გმირებიც პლანეტის ყველაზე სექსუალური მოდელები ხდებიან. მეოცე რეკლამის ვარსკვლავი ირინა შეიკია.
ვიდეოში ახალგაზრდა დედა სექსუალური კოვბოის იმიჯით პოზირებს, უბრალოდ იარაღის ნაცვლად მზესუმზირები უჭირავს. სუპერმოდელს კამპანიას კაქტუსის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი და მეწყვილე უწევს.
მოდელს ჯინსის ბოდე აცვია, რომელიც ქამრით მის წელს გამოკვეთილს ხდის. გულშემატკივრები აღტაცებაში მოჰყავს ფაქტს, რომ ირინა ბავშვის გაჩენის შემდეგ ბრწყინვალე ფორმაშია.
საშობაო რეკლამები უკვე ვიხილეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების მონაწილეობით.