ჯიჯი ჰადიდი მაილი საირუსს და მადონას ორმაგი სტანდარტების დაცვის საკითხში წარმატებულად შეუერთდა და იღლიაში თმის გაზრდის პროპაგანდას ეწევა. მოდელი გამოცემა LOVE-ის საშობაო კალენდრის ვიდეორგოლში გადაიღეს, სადაც ჯიჯი ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენას არ ერიდება.
"მე ჯიჯი ჰადიდი ვარ. დღეს თავისუფალი ფორმის დღეა"-აცხადებს 22 წლის მოდელი კამერის წინაშე.
რეკლამის ბოლოს კი გოგონა ამბობს: "დარჩი ძლიერი".
"ეს რეკლამა სადღესასწაულო ხასიათისაა. ქალებმა სიამოვნება უნდა მიიღონ იმით, რომ ქალები არიან და იცხოვრონ ისე როგორც სურთ."-განაცხადა გამოცემის რედაქტორმა.
ინტერნეტში შეხედულებები ორად გაიყო: ბევრმა ჯიჯი გააკრიტიკა, ბევრმა კი შეაქო.
იხილეთ სრული ვიდეო: