ჟურნალი Love-ის მკითხველები დეკემბრის თვეს მოუთმენლად ელიან, რადგანაც სწორედ ამ დროს გამოდის სარეკლამო რგოლები სუპერმოდელების მონაწილეობით. დამდეგი შობა-ახალი წელი საზოგადოებას უკვე მიულოცეს ეშლი გრემმა, ემილი რატაკოვსკიმ, კენდალ ჯენერმა და ჯიჯი ჰადიდმა. ამ უკანასკნელმა ინტერნეტში სკანდალური კრიტიკაც გამოიწვია.
ახალი ვიდეორგოლის კადრებში 21 წლის მოდელი იდეალურ ფიზიკურ მომზადებას უსმევს ხაზს. უმცროსი ჰადიდი ფოტოობიექტივის წინაშე წითელ თეთრეულში პოზირებს. რეკლამების საერთო სლოგანია: "დარჩი ძლიერი."